ტენდენციები ზაფხულის ყველაზე ცხელი ტრენდები. TOP - 5 2016, 13 ივლისი, 9:44 ამ სეზონზე მოდა ძალიან დემოკრატიულია, შეიძლება ზოგიერთი სამოსის ტარბა გასული სეზონიდანაც. მაგრამ, არის 5 რამ, რის გარეშეც წლევანდელი ზაფხულის გატარება არ შეიძლება: 1. კაბა-პერანგი ანუ ჩაღილული კაბა-ხალათი, მამაკაცის პერანგის სტილში უკანასკნელ წლებში, ხშირად შეიძლებოდა ქუჩაში გოგონების ნახვა მამაკაცის პერანგებში. ეს იმით არის განპირობებული, რომ გარდერობის ეს ნივთი ძალიან პრაქტიკული და უნივერსალურია. მისი კომბინირება ადვილად შეიძლება, როგორც შარვალთან, ისე მინი ქვედაბოლოსთან. წელს ეს ტენდენცია დიზაინერებმაც გაითვალისწინეს და მსუბუქი სქესის წარმომადგენლებს კაბა-პერანგების ტარება შესთავაზეს, რომლებიც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე მამაკაცის პერანგები. ასეთი კაბის ტარება რეკომენდირებულია დაბალ და სპორტულ ფეხსაცმელებთან – სანდლები, კედი, ბოტასი, ბალეტკები და ქოშები, აგრეთვე, საუკეთესო ვარიანტი იქნება ფეხსაცმელი ტანკეტკაზე. 2. ნაქსოვი კარდიგანი ზაფხულში როგორც არ უნდა ცხელოდეს, წვიმიანი ამინდებიც არის, როდესაც ქუჩაში საკმაოდ გრილა. ასეთ ამინდებში, მსუბუქი ნაქსოვი კარდიგანი მაშველი რგოლივით არის. მისი ჩაცმა ნებისმიერი სტილის სამოსზე არის შეიძლებელი, იქნება ეს შორტი, მოკლე ტოპით, მოკლე კაბა თუ რამე, უფრო დახვეწილი. 3. ჯინსის კომბინიზონი წლიდან წლამდე ქალთა მოდა სულ უფრო პრაქტიკული ხდება. მაგ., უკვე მეორე წელია, გოგონებს შორის, მოდაში ჯინსის კომბინიზონები არის. ეს იმიტომ, რომ ასეთ სამოსში ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს. წელს ყველაზე პოპულარულია კომბინიზონები 70-იანების სტილში, ხოლო ფერებიდა ღია ცისფერები და ინდიგოს ფერი. 4. მოხერხებული მოკასინები და რა თქმა უნდა, ზაფხული წარმოუდგენელია მოსახერხებელი ფეხსაცმლის გარეშე. წელს ყველაზე პოპულარული ტრენდი მოკასინებია. გარდა ამისა, შეგიძლიათ ასევე ჩაიცვათ ბალეტკები და მაშიები (ე. წ. “ბოსონოჟკები”). ფეხსაცმელი უნდა იყოს მოსახერხებელი და პრაქტიკული, ისეთი რომ მისი ჩაცმა ნებისმიერ სამოსზე, კაბაზე, კომბინიზონზე და ჯინსის შარვალზე შეიძლებოდეს. 5. ხელით ნაკეთი სამკაული და ამ ზაფხულის კიდევ ერთი თვალსაჩინო ტრენდი — ხელით ნაკეთი სამკაულია. განსაკუთრებით, დიდი და დახვეწილი სამაჯურები. უპირატესობა ენიჭება ნაკეთობებს ნატურალურ ქვებით, ლითონის ძეწკვებით და ტყავის ქამრებით. 328 8-ს მოსწონს
|