საზოგადოება "შენ იცი მე ვინ ვარ?" - მერსი სულხანიშვილმა სუპერმარკეტში სკანდალი მოაწყო(+ვიდეო). 2016, 9 ივლისი, 9:15 ბლოგერი მერსი სულხანიშვილი ცნობადი თავისი "ქალური ღირსების" წყალობით გახდა. საკმარისი იყო გამოეჩინა შიშველი მკერდი, რომ მასზე მთელი საქართველო ალაპარაკდა. მას შემდეგ იგი ყველაზე სასურველი სტუმარია ქართულ ტელე შოუებში. ახლა კი მერსი ახალ სკანდალში გაეხვა, ერთ-ერთმა სოციალური ქსელის მომხმარებელმა, თათო გვარიშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ატვირთა ვიდეო, სადაც მერსი სულხანიშვილი შეურაცხყოფას აყენებს სუპერმარკეტ "ნიკორას" კონსულტანტს. ამ ვიდეომ მთელი ქართული ინტერნეტსივრცე დაიპყრო. აი რას წერს თვითმხილველი ქალბატონი: "ბევრი ვიფიქრე დამედო თუ არა. მოკლედ ასეა: გუშინ შევედი წერეთელზე ნიკორას მაღაზიაში. მესმის საშინელი კივილ-წივილი. მომხმარებელი მიმართავს კონსულტანტს: შენ ხარ ძონძი და ნიკორას გარდა ვერსად ვერ გაგიცნობენ, მე მიცნობს მთელი თბილისი. ისეთ სიტყვებს ეძახდა ამ გოგოს ვერ გადმოგცემთ. გოგო აკანკალებული და თვალცრემლიანი უსმენდა და ხმას არ იღებდა (ალბათ სამსახურის დაკარგვის შიშით). გამახსენდა ეკა ყუშიტაშვილი. მერე 2 ასაკოვან ქალზე გადავიდა რომლებიც იმ გოგოს გამოესარჩლენ, სიტყვებით "გაა*ვი" ქალო, პენსიის რიგში ჩადექი და შემოხაზე 41, შენნაირებმა დაგვღუპეს. ჩემნაირების ხელში როცა იყო ეს ქვეყანა ეტყობოდა კიდეც. რიგში იდგა ჩემს წინ. მერე ეცა სავარაუდოდ მენეჯერს და ემუქრებოდა სამსახურიდან გაშვებით. როცა დამინახა რომ ვიღებდი ჩემზე გადმოერთო, როგორც თქვა ჟურნალისტია. დროული ვიდეო ალბათ ნიკორას კამერამ დააფიქსირა. ძალიან სირცხვილია თან თუ მთელი თბილისი გიცნობს რა, დაჩაგრო ნიკორას კონსულტანტი იმიტომ რომ შრომობს? ფუ..." ახლა კი გთავაზობთ მერსი სულხანიშვილის სკანდალურ ვიდეოს: 1145 4-ს მოსწონს 1-ს არა
|