მაისში ოზურგეთის სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე კაიაკინგის საერთაშორისო ჩემპიონატი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექსტრემალური შეჯიბრი BZHUZHA RACE საქართველოში პირველად ჩატარდა და მასში საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ლატვია, პოლონეთი, სლოვენია, ესტონეთი, საფრანგეთი, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, ნორვეგია წარმომადგენელი, 70- მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. 2 დღიანი შეჯიბრის ამსახველი კადრებით საიმიჯო კლიპიც მომზადდა, რომელიც გუბერნატორის მოადგილის სოსო ერქომაიშვილის ფეისბუქზე რამდენიმე დღის უკან გამოქვეყნდა: - ასეთი კლიპის მერე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ მომავალ წელს ორი იმდენი მონაწილე იქნება, - წერს გუბერნატორის მოადგილე ის, რამაც ერქომაიშვილი აღაფრთოვანა, გამაღიზიანებელი აღმოჩნდა საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის - კლიპში 1 წუთსა და 55 წამზე ჩნდება ერთი კადრი, როცა უცნობი პიროვნება შარვალს იხდის და საზოგადოების წინ უკანალით პოზირებს, ასეთი რამ რობი უილიამსაც კი არ უკადრია საკუთარ კონცერტზე თბილისში კონცერტის დროს და უკანალს სტრეიჯი მაინც უფარავდა
-"გურია ნიუსს" გამოქვეყნებულ ვიდეოს საზოგადოებაში სერიოზული მითქმა-მოთქმა მოყვა და რათქმაუნდა ეს გასაკვირიც არაა, რადგან ალაპლაპებული უკანალის ნახევარწამიანი კადრი 100% აბინძურებს ამ საიმიჯო კლიპის მთელს სიუჟეტს და შეიძლება ადამიანმა ივარაუდოს კიდეც, რომ 25-ე კადრად რომ ჩაესვათ სადმე უფრო მეტად მიიტანდა ფარულ მესიჯს მასთან ვისთანაც ის მისატანია, მესიჯს რომელსაც ალბათ - მობრძანდით ჩვენთან გურიაში, აქ სრული ტავისუფლებაა ყველასთვისო! - ვიმეორებთ - ყვე-ლას-თვი-სო...! ვიდეოს ეს ფრაგმენტი არ აღიზიანებს ერქომაიშვილს: - ეტყობა რობი შემოიპარა იმ ღამით ბანაკში, - აღნიშნა ერქომაიშვილმა. აღსანიშნავია, რომ კლიპში შეჯიბრში მონაწილე უცხოელების გარდა, ოზურგეთელებიც მონაწილეობენ, რომლებმაც შეჯიბრის მიმდინარეობის დროს საზოგადოებას რამდენიმე პერფორმანსი წარუდგინეს.