სხვა ბედნიერებაა, როდესაც... 2016, 10 ივლისი, 10:28 ყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს ბედნიერებაზე. ქვემოთ გთავაზობთ, ხალხში გავრცელებულ ან ცნობილი ადამიანების მიერ ნათქვამ ყველაზე ცნობილ ციტატებს, ამ საკითხთან დაკავშირებით. ბედნიერებაა, როდესაც სული აღარ გთხოვს იმას, რაც მას არა აქვს და ხარობს იმით, რაც აქვს.
ბედნიერება, ის კი არა არის, როდესაც ყველაფერი გაქვს, არამედ ის, როდესაც იღებ სიამოვნებას იმით, რაც გაქვს.
ბედნიერებაა, როდესაც ადამიანები, რომლებიც არ მოგწოს, თავადაც თავს გარიდებენ.
ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრებაში, მორიგი პრობლემა დასრულებულია და შემდეგი ჯერ არ დაწყებულა.
ბედნიერებაა, კარგი საჩუქრის მიღება. ყველაზე კარგი საჩუქარი მოხვევაა. ის ყველას ერგება ზომაში და არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ უკან დაუბრუნებთ.
ბედნიერი ის კი არ არის, ვინც ცხოვრებაში “სწორ" გზას აირჩევს, არამედ ის, ვისაც უყვარს თავის მიერ არჩეული გზა. გზაზე შემხვედრი თითოეული ქვა, თითოეული აღმართი და დაღმართი... ადამიანს ცხოვრების სიყვარული ანიჭებს ყველაზე დიდ ბედნიერებას.
ფულში არ არის ბედნიერება და არც ფულით შეიძლება მისი ყიდვა.
ნუ დააკავებ მას, ვისაც წასვლა უნდა, ნუ ჰკრავ ხელს მას, ვინც მოდის და ბედნიერება თავად გიპოვის. ო. ხაიამი
ბედნიერებას გასაღები არ სჭირდება, მისი კარები მუდამ ღიაა. დედა ტერეზა
ადამიანები რამდენადაც უბედურები არიან, იმდენად ბოროტები არიან. უ. სომერსეტი ნაწყენები ცდილობენ ვინმეს აწყენინონ, ბედნიერები - სხვა გააბედნიერონ.
ბედნიერებაა, როდესაც: გვერდს ჩაუვლი აფთიაქს, იმიტომ რომ, არაფერი გაწუხებს, გვერდს ჩაუვლი მაღაზიას, იმიტომ რომ, ყველაფერი გაქვს და სახლში მიდიხარ, იმიტომ რომ, იქ გელოდებიან.
ბედნიერებაა, როდესაც ყველა სახლშია. ბედნიერი ის იქნება, ვინც შურს კი არა, აღფრთოვანებას ისწავლის. 216 6-ს მოსწონს
|