x
image
ციცი
Mediator image
ცირა კობიაშვილი თავის გულშემატკივრებს მიმართავს- "მე ვგიჟდები თქვენზე და არასდროს მავიწყდებით."

image

მსოფლიოს მაშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური პროექტი, "იქს ფაქტორი 2016" დასრულდა! გამარჯვებული გახდა ბათუმელი ავთანდილ აბესლამიძე, რომელიც ნიკა გვარამიას გუნდში იყო. ფინალში ზემოთ აღნიშნულთან ერთად მოხვდა ულამაზესი ცირა კობიაშვილიც, რომელმაც საზოგადოებას დაუმტკიცა, რომ ნამდვილად შეუძლია სიმღერა და ბევრი გულშემატკივარიც შეიძინა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მისი ფინალში ყოფნა არ გაუხარდა. ცირამ ბევრი დაბრკოლება გადალახა, რაც ნამდვილად ძალიან დასაფასებელია. იგი ყოველ "ლაივზე" ამტკიცებდა, რომ ღირსი იყო "იქს ფაქტორის" ფინალში ყოფნის და ერთ-ერთ "ლაივზე" იგი მაყურებლის რჩეულიც გახდა. ცირა კობიაშვილი შეიძლება ითქვას მაგალითიც კი არის იმისა, თუ როგორ არ უნდა დაყარო ფარხმალი, არ შეუშინდე საზოგადოებას და ბოლომე მიჰყვე შენს მიზანს. ცირამ მართალია ვერ მოიპოვა "იქს ფაქტორის" ტიტული, თუმცა უამრავი პრიზი მიიღო, მათ შორის ორკაციანი საგზური ბარსელონაში ბიონსეს კონცერტზე, სადაც მან გადაწყვიტა, რომ თან წაიყვანს მის მენტორს გიორგი გაბუნიას. ცირამ ასევე საგზური მიიღო პრაღაში. მან თავის პირადი "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც მის ფანებს მიმართავს:

"ძალიან განვიცდი, რომ ჩემი გულშემატკივრებისთვის ყოველთვის ცოტა დრო მაქვს და ხანდახან ვერც ვახერხებ, რომ ვუპასუხო მათ შეტყობინებებს, გამოვხატო ის სიყვარული, რასაც მათ მიმართ ვგრძნობ... ამ ადამიანებს წარმოდგენაც არ აქვთ, თუ როგორ მიყვარს თითოეული მათგანი და ალბათ რომელიმე იმედგაცრუებულიც ყოფილა ჩემგან, რომ სათანადო ყურადღება ვერ მიმიქცევია. სინამდვილეში მე ვგიჟდები თქვენზე და არასდროს მავიწყდებით“

image

0
375
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0