x
image
ციცი
Mediator image
ნუკა კვალიაშვილი მშობიარობის წინ ამაღელვებელ სტატუსს აქვეყნებს-"დააფასეთ ქალები ამ მდგომარეობაში!"

image
მომღერალი და ცნობილი დედის ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი ნუკა, მალე მეორე შვილის დედა გახდება. მისი პირველი შვილი ლუკა უკვე 2 წლის და 5 თვისაა, რამდენიმე დღეში კი მეორე ბიჭიც ეყოლება, რომელსაც სახელი პაატაც შეურჩია.

ნუკა კვალიაშვილი თავის მდგომარეობას აღწერს და მოუწოდებს მამაკაცებს, რომ დააფასონ ქალები ასეთ მდგომარეობაში და პატივი სცენ თავისი შვილის დედიკოებს:

"აი, დღეებს რომ ითვლი და იმაზე ფიქრობ (რათქმაუნდა მეორე რიგში), (პირველ რიგში პატას დაბადება რომ მახარებს, მაგას სიტყვებითაც კი ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ).

აი, მეოოოორე რიგში მახარებს ის რომ : თასმის შეკვრის დროს ისე არ დავიღლები თითქოს 20 სართული შესვენების გარეშე ავირბინე, მივწვდები ფეხს რომ ფეხსაცმელი ჩავიცვა, შემეძლება სირბილი, აღარ ვიგრძნობ სიმძიმეს, აღარ მეტკინება ფეხები 5 წუთით დგომის დროს, შემეძლება თავისუფლად სუნთქვა უკმარისობის გარეშე, არ შემეცვლება დღეში 68-ჯერ ხასიათი უმიზეზოდ, არ ვირბენ 1 ყლუპი წყლის დალევაზე საპირფარეშოში, დავეგდები მუცელზე და მოვკალათდები საძილედ, ჩავიცვამ ჩემს საყვარელ ტანისამოსს, რომელიც ეხლა არ მეტევა... შევიღებავ ისევ თეთრ ბლონდზე თმას, შევძლებ გართობას, არ ვივლი უკან გადახრილი თითქოს წონასწორობას ვიჭერდე, არ მექნება მენჯის ძვლის ტკივილი, გამივლის საააააააააშინელი გულძმარვა, გამივლის წელის და ზურგის ტკივილი, აღარ მომიწევს ერთ მხარეს წოლა (მარცხენა მხარეზე), ღამე არ გამეღვიძება თავისით 80-ჯერ და ბოლოს... გავაკეთებ იმას რაც მომინდება.
(დააფასეთ ქალები ამ მდგომარეობაში), ვერც კი წარმოიდგენთ რა რთულია ამ პერიოდის გავლა, გიყვარდეთ და პატივი ეცით თქვენი შვილის დედიკოებს.... ყველა ორსულს გისურვებთ ადვილად მშობიარობას, ჯანმრთელ პატარას და თავად თქვენ, დედიკოებს ჯანმრთელობას...
მე უკვე 37 კვირის ვარ, 10-12 დღეში შეიძლება მომიწიოს უკვე გაჩენა...."imageimageimageimage



0
470
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0