x
image
ციცი
Mediator image
"კარს ნათლად ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი... "-ლანა პაპიძე მაგდას განაჩენს ეხმაურება-"ნაფიცო მსაჯულებო მშვიდად გძინავთ ღამე?"

image
ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს და მოსამართლემ სასჯელის უმაღლესი ზომა, უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

მაგდა პაპიძის და, ლანა სოციალურ ქსელში თავის ემოციებს ვერ ფარავს და მაგდას განაჩენს ეხმაურება. ლანა პაპიძე თვლის, რომ მაგდას უბედურება წყევლის შედეგია:

"მინდა გითხრათ თქვენ ვისაც ფაქტიურად კლავიატურაზე გძინავთ და კომენტარებში ერთმანეთს ასწრებთ.... ფაქტიურად არც ერთი დღე არ ჩაგიგდიათ ჩემი მაგდას განკითხვისთვის... ზოგიერთის აზრით რისთვის იბრძოდა მაგდა? მაგდა მისი შვილის საფლავისთვის იბრძოდა და მივა კიდეც მისი თოკოს საფლავზე დაიტირებს კიდეც და ამაზრზენია ამ სიტყვების მოსმენა.... საფლავზე ტირილი გააცოცხლებს ბავშვსო? გრცხვენოდეს ამის დამწერს! მინდა ზუსტად თქვენ მოგმართოთ სანამ საკუთარ ოჯახებზე და თავებზე არ გამოცდით ამ უბედურებას, უბედურებას რომელსაც ქვია 5 წლის დის შვილის დამარხვა.... სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით რა შეგრძნებაა, როცა დას გიწამებენ და შენ ვერაფერს შველი.... სანამ თქვენს ოჯახებზე არ გამოცდით რა სიმწარეა, როცა შენი ხელებით გაზრდილ 5 წლის დისშვილს მიწას მიაბარებ და დას გიწირავენ... როცა შენი სიმართლე ნულის ფასია და როცა შავზე თეთრი ძაფით კერავენ... როცა ამ ანალოგიურ ტკივილს გამოცდით მერე მიხვდებით ლანა პაპიძე რატომ ღრიალებს ცხოველივით.... როცა 5 წლის ჩემი ხელებით გამოზრდილ თოკოზე პროკურორი ლეკვს დაუძახებს და ლეკვად მოიხსენიებს მაშინ, როცა ბავშვის ცხედარი არ იყო ჯერ გაციებული და ბავშვს ცხოველივით დავტიროდი, პროკურორი ცინიკურად ლეკვს ეძახის.... როცა ამ ყველაფერს გამოცდით საკუთარ ოჯახზე, მერე მიხვდებით ლანა პაპიძე რატომ ღრიალებდა ... რატომ იყო დასაბმელი ვერდიქტის ღამეს! მე ჩემი მაგდას უბედურებას წყევლას მივაწერ! წყევლას რომელიც მაგდაზე იყო და სისრულეში მოვიდა კიდეც.... გავიხსენებ 2015 წლის ნოემბერს, როცა ჩემ დასთან მივედით მე და ჩემი ლიზი... თოკო და ლილი სახლში იყვნენ. მაგდას ოთახის კარი რომ გავაღე, ბოლომდე შევაღე რკინის კარი ვინაიდან ლიზის დასვრილი ჰქონდა ფეხსაცმელი ტალახით და შესასვლელშივე ჩავიმუხლე ბავშზე ფეხსაცმელი რომ გამეხადა ლიზიზე, რომ გავხადე და წამოვდექი პირდაპირ თვალებით შევასკდი ღია კარს, რომელზეც გარედან ნათლად ეტყობოდა ჩამოსმული ქონიანი 5 თითი... იმდენად აშკარა იყო, მაგდა მოვიყვანე კარებთან და ეს რა უსვია კარებს თქო. ჯერ გაჩერდა, მერე მე ვუსუნე და ქონის სუნი ასდიოდა... მაგდამ აზრზე არ ვარ ეს რა არისო და გარედან გაწმინდა კარი, გონებაში ჩამრჩა ეს ჩამოსმული ქონიანი თითები... დღემდე დარწმუნებული ვარ ეს იყო წყევლა მაგდას კარზე გაკეთებული... დარწმუნებული ვარ მაგდა რომ მოეკლათ, ისე დავმარხავდით ჩემ საწყალ მაგდას არც არავინ გამოიძიებდა მაგდას ამბავს.... უცნაურია 2 საათში გამოტანილი ვერდიქტი.... ასე ნაჩქარევად დადებული გადაწყვეტილება... ნაფიცო მსაჯულებო მშვიდად გძინავთ ღამე? ნუთუ იმაზე არ გიფიქრიათ 40 ღამე ბავშვის სული ოთახებში დადიოდა ჩემთან. ეს იმიტომ რომ დედა არ ატირეს ცხედარს! ნუთუ ღმერთის არ გეშინიათ?ახლა ვხვდები რატომ უღიმოდით პროკურატურას სულ.... მაგრამ მარტო იმიტომ ვარ მადლობელი ღმერთის, რომ მაგდა ცოცხალია და ყველა დაღმართს მოყვება აღმართი... ხშირად კოკისპირული წვიმის შემდეგ გამოუნათებია ცისარტყელას!!! "image
image


0
235
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0