x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბედნიერების რეცეპტი მეფე სოლომონისგან

image

image

ერთხელ, ერთი პატივსაცემი მოქალაქე მივიდა მეფე სოლომონთან, რომელიც იმ დროს, ტბაში მოცურავე თევზების ყურებით ტკბებოდა, და უთხრა:

– მეფეო დაბნეული ვარ! ჩემი ყოველი დღე, წინა დღეს გავს, ვეღარ ვარჩევ ერთმანეთისგან აისს და დაისს, ბედნიერების შეგრძნება დავკარგე.
მეფე დაფიქრდა და უთხრა:
– ბევრი ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას, შენი სახლის ფლობას, შენი ბაღისა და სიმდიდრის ქონას.
და შემდეგ, ჰკითხა:
– ნუთუ რაიმე სურვილი არა გაქვს? რამეზე ოცნებობ?
– მე ადრე, მონობიდან გათავისუფლებაზე ვოცნებობდი. შემდეგ ვოცნებობდი, რომ ჩემს ვაჭრობას შემოსავალი მოეტანა. ახლა კი აღარ ვიცი, რაზე ვიოცნებო.
მაშინ სოლომონმა წარმოთქვა:
– ადამიანი, რომელსაც ოცნება არა აქვს, ამ ტბაში მოცურავე თევზებს ჰგავს, რომლებისთვისაც ყველა დღე ერთნაირია. ისინი განთიადს ბინდისგან ვერ არჩევენ და არასოდეს არიან ბედნიერები.
და დაამატა:
– მაგრამ, თევზებისგან განსხვავებით, შენ თავად ჩაკეტე შენი თავი საკუთარ ტბაში. თუ შენს ცხოვრებაში არ არის დიდი და სასიკეთო მიზანი, შენ უმიზნოდ იხეტიალებ საკუთარ სახლში და გარდაცვალების წინ, მიხვდები რომ, სულ ტყუილად გიცხოვრია ამ ქვეყანაზე. თუ მიზანი გაქვს, ყოველთვის, როდესაც ნაბიჯს გადადგავ, გეცოდინება, მიგაახლოვა მან შენს მიზანთან თუ პირიქით, დაგაშორა. და ეს შენს ცხოვრებას აზარტს შესძენს, ვნებას გაგიჩენს ცხოვრებისადმი.
დახმარებისთვის მოსულმა, კოპები შეკრა და წარმოთქვა:
– ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყოველთვის, როდესაც ერთ მიზანს მივაღწევ, შემდეგი მიზანი უნდა დავისახო და ყოველთვის, როდესაც შესრულდება ჩემი ოცნება, მე უნდა ვიოცნებო კიდევ უფრო დიდ რაღაცაზე და ამ ოცნების ასრულების გზების ძიებაში ვპოვებ ბედნიერებას?
და უპასყხა მეფემ:
- დიახ.

0
1362
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0