x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რძე - როგორ აყალბებენ და როგორ გამოვიცნოთ ფალსიფიცირებულია თუ არა!

imageრძე - პროდუქტი, რომელსაც ყველაზე ხშირად აყალბებენ. მით უმეტეს, რომ მისი ფალსიფიკაციის საშუალება ძალიან ბევრია. ქვემოთ გაგაცნობთ მათგან რამდენიმეს, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება არაკეთილსინდისიერი რეალიზატორების მიერ.
მნიშვნელობა არა აქვს სად ყიდულობთ რძეს: ბაზარზე, პირდაპირ ძროხის მფლობელი ბებოსგან თუ სუპერმარკეტში, ცნობილი ქარხნიდან - არც ერთ შემთხვევაში არ ხართ დაზღვეული. თუ ადრე რძეში სოდასა და ცარცს ურევდნენ, ახლა ტექნოლოგიები გაცილებით შორს წავიდა. ასე რომ, შევეცადოთ გავერკვეთ რძის გაყალბების ძირითად ხერხებში.


ჩამოსასხმელი რძე

image

აზავებენ. ეს ძალიან მარტივია. თუ ყიდულობთ ჩამოსასხმელ რძეს, დიდი ალბათობაა, რომ გაზავებული რძე შეგრჩეთ ხელში. იმისათვის, რომ გაიგოთ, გაზავებულია რძე თუ არა, ერთი წვეთი დაიწვეთეთ ფრჩხილზე: ნორმალური რძე წვეთად შეიკვრება და ფრჩხილზე არ გადაიღვრება.

მოხდილი რძე. როგორც იცით, ნამდვილი რძე თავზე ყოველთვის იყენებს ნაღებს - რძის ცხიმს. თუ მას მოვართმევთ, რძე დაკარგავს ცხიმიანობის დიდ ნაწილს და ექნება წყალ-წყალა კონსისტენცია.

არ ავსებს ჭურჭელს. 1 ლიტრიან ჭურჭელს 30-40 მლ-ს რომ მოაკლებენ, ეს მყიდველისთვის დიდად შესამჩნვი არ არის. მაგრამ მთელი დღის მანძილზე ასეთი მცირედი ულუფებით საკმაოდ დიდი რაოდენობა გროვდება. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ არაკეთილსინდისიერი გამყიდველების მხრიდან ამგვარი თაღლითობა, ჩამოსასხმელი რძის ყიდვისას სჯობს თან იქონიოთ თქვენივე ჭურჭელი, რომელზეც ლიტრაჟობა იქნება მითითებული.

ამატებენ სხვა ინგრედიენტებს. არის შემთხვევები, როცა წყლის გარდა, რძეში ამატებენ სახამებელს, ცარცს, საპონს, სოდას, ბორის ან სალიცილის მჟავას, თაბაშირს. თუმცა დღეისთვის ამ ინგრედიენტების დამატება სულ უფრო იშვიათად ხდება. თუ დამატებულია ფქვილი და სახამებელი, რძის ადუღებისას სქელ მასად დაედება ჭურჭლის ძირს.

ამას გარდა, თუ რძე ოდნავ შემჟავდა, მას გემოს შაქრის დამატებით უცვლიან. გამყალბებლების გამოაშკარავება შეიძლება ისევ და ისევ რძის ფრჩხილზე დაწვეთებით. თუ ფრჩხილზე ლაქა დარჩება, ესე იგი, სასმელში რაღაც დაამატეს.




სამრეწველო რძე


image

რძის სახეობების ჩანაცვება. ნატურალური რძე გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე აღდგენილი. ამიტომ, ნატურალურ საღ რძედ ხშირად ასაღებენ მშრალი რძის ფხვნილისგან აღდგენილ პროდუქტს.

ცხიმიანობა. ეტიკეტზე ცხიმიანობის მაჩვენებლად მითითებულია 6 %, სინამდვილეში კი არის — 3 %. ასე რომ, რძეს აზავებენ არა მხოლოდ ბაზარზე, არამედ ქარხნებშიც. სიყალბის გამოაშკარავების მეთოდი აქაც იგივეა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მაგრამ პაკეტში სარეალიზაციოდ გამოტანილი რძის ადგილზე შემოწმებას ხომ ვერ შეძლებთ...

მცენარეული ცხიმების დამატება. რძის ფხვნილისგან აღადგენენ რძეს და უმატებენ მცენარეულ ცხიმებს. ეს არის სამრეწველო რძის ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფალსიფიცირების მეთოდი. როგორც წესი, უმატებენ იაფფასიან მცენარეულ ცხიმებს, როგოროცაა, პირველ რიგში, პალმის ზეთი.

ზედმეტი ინგრედიენტების დამატება. იმისათვის, რომ რძის გემო გააუმჯობესონ (განსაკუთრებით, თუ განზავებულია და მცენარეული ცხიმები აქვს დამატებული) და შენახვის ვადა გაახანგრძლივონ, მწარმოებლები ხშირად ამატებენ მასში კონსერვანტებს, გემოს გამაძლიერებლებს, ემულგატორებს, თან ისე, რომ არ უთითებენ ამ ყოველივეს ეტიკეტზე.

მაქინაციები მასითა და მოცულობით. შეფუთვაზე შეიძლება არ იყოს პროდუქტის მასა სწორად მითითებული. ასევე ხშირია ზედმეტად სქელი კედლებისა და ძირის მქონე ჭურჭლის გამოყენება: ამგვარი ჭურჭლის ასავსებად გაცილებით ნაკლები რძეა საჭირო.


image

0
3881
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3881
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0