x
image
ციცი
Mediator image
"სიმსივნე გაქვსო... ევროპაში რომ გადაამოწმებს და თურმე გაზები ჰქონიაო..."-ია ფარულავა ქართველი ექიმის უმეცრებაზე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
image

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აქვეყნებს სტატუსს, სადაც ცნობილი ქართველი ექოსკოპისტის მიერ დაშვებულ სერიოზულ შეცდომაზე წერს, რომელმაც "გაზები" სიმსივნისგან ვერ გაარჩია. როგორც ჩანს "გაზებისგან" შეწუხებულმა ია ფარულავამ ცნობილ ექიმთან ჩაიტარა მუცლის ღრუს გამოკვლევა და ალბათ წარმოგიდგენიათ, რა საშინელ მდგომარეობაში ჩავარდებოდა მსახიობი გამოკვლევის შედეგის გაგების შემდეგ. თუმცა, კიდევ კარგი რომ ხელმისაწვდომია ყველანაირი გამოკვლევების ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გადამოწმება, თორემ ალბათ მოუწევდა ია ფარულავას ქიმიო-თერაპიის კურსების ჩატარება


"ცნობილი ქართველი ექოსკოპისტი რომ ეტყვის პაციენტს მუცლის ღრუს გამოკვლევისას, სიმსივნე გაქვსო და მერე ევროპაში რომ გადაამოწმებს და თურმე გაზები ჰქონია."


უამრავი ფაქტი არსებობს, როდესაც ქართველი ექიმების უმეცრობას საშინელი შედეგები მოყოლია. სტატუსს უამრავი კომენტარი მოყვა, ზოგისთვის ეს სახუმარო თემად იქცა, მაგრამ ზოგი მიიჩნევს რომ სულაც არ არის ასეთი შეცდომის დაშვება ექიმის მხრიდან სასაცილო. ია ფარულავას სთხოვდნენ, რომ დაესახელებინა იმ ცნობილი ქართველი ექოსკოპისტის ვინაობა ან პირადში მიეწერათ მისი სახელი და გვარი. კომენტარებში მსგავსი შემთხვევებიც გაიხსენეს:imageimage
"დაწერეთ ექიმი, რომ არ ვიდარდოთ ჩვენც...

პირადში რა გთხოვთ..."


"ძალიან ხშირი შემთხვევაა სამწუხაროდ..."

"ეეჰ, გაზებს ვინ ჩივის ფეხმძიმე გოგოს რომ ეტყვიან ბავშვის გულისცემა ისმისო და სინდვილეში ბავშვი მკვდარია. ამ დროს რა ინდა უქნა იმ ექოსკოპისტს?"

" სასაცილო ნამდვილად არ არის.ეს მსუბუქად რომ ვთვათ მარაზმია"...

" რა გაზი ქონდა ეგეთი მუცელში, რომ ევროპამდე დაგაზული ჩავიდა?"

" რა სირცხვილია, არადა ხომ გაუსკდებოდა გული, როცა ამას ეტყოდნენ."

" ვინც ვერ გადაამოწმებს ევროპაში იმან რა ქნას?!"

"ვროპაში წასვლამდე ნახშირი დალიეთ პროფილაქტიკისთვის ჯერ, უფრო იაფიც დაგიჯდებათ."

"იქნებ ევროპაში შეეშალათ.... არც გაქვთ შეხება ევროპელ ექიმებთან ისე გყავთ გაღმერთებული... მთავარია ქართველი ლანძღოთ, მეტი რა შეგიძლიათ."

" ნამდვილად სატირალია. ის ადამიანი იქ პასუხის მოსმენისას ერთხელ უკვე კვდება. ევროპაში გადამოწმებისას მეორედ იბადებათქო, ნამდვილად ვერ ვიტყოდი... ვაი, მას ვინც ვერ გადაამოწმებს!"

" არაფერი მიკვირს ამ ვაი ექიმებისგან !!!! გაქრნენ, ვაფშე არ უნდათ, ყოფნა არ ყოფნას რა აზრი აქვს..."

"ჩემ ნატესავს უთხრეს სიმსივნე გაქვსო და ტყუპებზე იყო ორსულად".

" ჩემს ახლობელს ოპერაციის დროს ტამპონი ჩაუტოვეს ნახევარი მეტრის სიგრძის და ცუდად რომ გახდა, ასეთი პასუხი გასცეს: "ალბათ შეჭამა და ვერ გადაამუშავა"-ო..."

" ანალოგიური სიტუაცია ქონდა თამარ ივერს. კუჭის თიაქარი გაქვს სასწრაფოდ საოპერაციოვო, აქ უთხრეს და ვენაში უთხრეს- რა თიაქარი, რის თიაქარიო... იტყვი რამეს და მერე ისე გამოდის, მე კარგი ვარ სხვები არ ვარგანან და აჰა კი მაქვს ენა ჩადებული..."

" ყველა ვერ იკვლევს უცხოეთში და ასეთ შემთხვევაში მაინტერესებს, ოპერაციის დროს ნარკოზში მყოფ პაციენტს რას აჭრიან და რას უშვებიან შინაგან ორგანოებზე. უყურებენ ალბათ თხა და გიგოსავით ...."


1
1103
5-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1103
  
2016, 4 ივლისი, 15:39
ქვეყანაში სადაც სამედიცინოს სტუდენტისთვის 100დან 51 ქულაა გამსვლელი, წინა თაობის უმეტესი ექიმი კი ნაყიდი დიპლომით მოძრაობს რა არის გასაკვირი. სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს მოთხოვნები ისეთ პროფესიბზე სწავლისას რომლის წარმომადგენლებზეც ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.
0 1 1