x
image
alex999
ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსები - ეს უნდა იცოდეთ!

რთული თემაა, მაგრამ ვფიქრობ ამ ვირუსული დაავადებების შესახებ ყოველივე თქვენთაგანმა უნდა იცოდეს! წარმოგიდგენთ მსოფლიოს ყველაზე მომაკვდინებელ დაავადებებს!





1. შიდსი

image

აივ – არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირება წლების შემდეგ კი ვითარდება შიდსი, შიდსი აივ - ინფექციის ბოლო სტადიია და სიკვდილით სრულდება! შიდსი რეგისტრირებულია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაში. ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%.




2. ესპანური გრიპი

image

ვირუსი ყველაზე ძლიერად გავრცელდა 1918-1919 წლებში. ამ პერიოდში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, A ტიპის H1N1 - ესპანური გრიპით!




3. შავი ჭირი - შავი სიკვდილი

image

“ შავი სიკვდილის “ : დღეისათვის ცნობილია, როგორც შავი ჭირი. ეს საშინელი დაავადება ევროპას სწრაფად მოედო და დიდი განგაშის მიზეზი გახდა. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები იყო: თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება, მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რომლითაც შავი ჭირით დაავადებულები გამოირჩეოდნენ სხვა ავადმყოფებისაგან, იყო ჩირქიანი წყლული, ე.წ. “ბუბონები”. “ბუბონი” ჩნდებოდა იღლიის, კისრის და ბარძაყის მიდამოებში. თავდაპირველად გამონაყარი ვარდისფერი შეფერილობის იყო, შემდეგ მეწამული ფერის ხდებოდა, ბოლოს კი შავდებოდა . ამ დაავადებას 300 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა!!!





4. მალარია

imageმალარია - მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები. ინფექციის წყაროა მხოლოდ მალარიით დაავადებული ადამიანი, ან გამეტომტარებელი. ინფექცია გადაეცემა კოღოების სხვადასხვა სახეობებით. ამ საშინელი დაავდებით, ყოველწლიურად საშუალოდ 3 მილიონი ადამიანი კვდება!





5. პოლიომიელიტი

imageპოლიომიელიტი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის რუხი ნივთიერების დაზიანებით, შედეგად ვითარდება კიდურებისა და სხეულის კუნთების დუნე დამბლა. მისი გამომწვევია ვირუსი პოლიოვირუსის, რომელიც მიეკუთვნება ენტეროვირუსების გვარსა და იკორნავირუსების ოჯახს. პოლიომიელიტის სინონიმებია: მწვავე ეპიედემიური პოლიოიმელიტი, ჰეინე-მედინის დაავადება, ბავშვთა მწვავე სპინალური დამბლა, ინფანტილური პარალიზი, პოლიო. პოლიომიელიტი ვრცელდება დაბინძურებული საკვებითა და ნივთებით. დაავადება ძირითადად გვხვდება 5წლამდე ან 20-40 წლის ასაკში. ადამიანებს ამ ვირუსით უფრო ფიზიკური დეფექტები რჩებათ, თუმცა სიკვდილიანობის შემთხვევებიც ხშირია!!!






6. ქოლერა

image

მწვავე ინფექციური დაავადება. ხასიათდება ფაღარათით, ღებინებით, წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევებით, ჰიპოვოლემიური შოკის განვითარებით, თირკმლის ფუნქციის მოშლით. მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს. 1991 წლიდან მოყოლებული, ამ დაავადებით 12 000 ადამიანი დაიღუპა. ქოლერა ცნობილია უძველესი დროიდან. მისი ენდემური კერებია ინდოეთი და პაკისტანი. ადამიანი ავადდება კუჭნაწლავში ვიბრიონით გაბინძურებული წყლისა და საკვების მოხვედრის შედეგად. ქოლერის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის გაშვება, სასმელად ასეთი წყლის გამოყენება, გაბინძურებულ წყალსატევებში ბანაობა სხვა.





7. ებოლა

image

ებოლას ვირუსი ცნობილი გახდა 1976 წლიდან. ვირუსი ხვდებათ ადამიანებსა და პრიმატებს(შიმპანზეები და მაიმუნები). ებოლას ვირუსი პირველად აღმოჩნდა 1976 წელს წელს ორი ეპიდაფეთქების სახით კონგოს რესპუბლიკაში, მდინარე ებოლასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფელში. ადამინის დაინფიცირება ხდება დაავადებული ადამიანის ან ცხოველის სისხლთან ან სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსთან ან საგნებთან კონტაქტის შედეგად.







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

1
745
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
745
  
2016, 4 ივლისი, 9:22
რას გვერჩი ამ დილაადრიან? :)
0 1 1