საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ახლა კვალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, კახა კალაძე თავის განცხადებაში საუბრობს საკუთარი ცხოვრების შესახებ. კახის თქმით ის ძალიან გახარებულია სამშობლოში დაბრუნებით, როდესაც იტალიაში იყო ის სულ საქართველოზე ფიქრობდა და თავისუფალ დროს როდესაც გამონახავდა სულ საქართველოში იყო. ამას მისი მეგობრებიც ამბობენ, რომ საქართველო ძალიან უყვარს.
ჩამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე მას და მის ცოლს, ანუკი არეშიძეს, მეორე ვაჟიშვილი შეეძინათ. პატარას მამის სახელი კახაბერი დაარქვეს. მათი უფროსი შვილი, ლევანი, რომელსაც გარდაცვლილი ბიძის – კახას ძმის სახელი ჰქვია, ორწლინახევრისაა. კახა კალაძე იმასაც ამბობს, რომ თუ ყველაფერი კარგად იქნება მას 4 შვილი სურს.