სოფო ნიჟარაძის შესახებ, თუ როდის თხოვდება ის რამდენიმე კვირის წინათ გაუწყეთ, მაგრამ სოფო ნიჟარაძე ულამაზესი ქართველი მომღერალი, რომელიც მამაკაცების ყურადღების ცენტრშია
ჯერ კიდევ გაუთხოვარია. A კლასის მომღერალი, ულამაზესი და უნიჭიერესი სოფო ნიჟარაძე, სექსუალური, ფაქიზი, გრაციოზული, ყველასგან განსხვავებული თავის ოფიციალუ ფეისბუქის გვერდზე ალაპარაკდა გათხოვების შესახებ. ბევრი საუბრობდა მასზე და ნიკო ბერიძეზე, რომელიც 2011 წლის ჯეოსტარის საუკეთესი მონაწილედ იყო მიჩნეული. როგორც სოფო ნიჟარაძემ თქვა პროექტში ნიკოს უჭერდა მხარს. ნიკო ბერიძე და სოფო ნიჟარაძე მიუზიკლ “ქეთო და კოტეს’’ დადგმისას დამეგობრდნენ, ზუსტად ამის გამო, რომ ბევრმა ისაუბრა მასზე და ნიკოზე მან ყველაფერი გამორიცხა. გათხოვების დროა? თქვენ რატომ ღელავთ? სოფო თავად აცხადებს, რომ მას ჰყავს საყვარელი ადამიანი, მაგრამ არ სურს ჟურნალისტებს წარუდგინოს ის, სოფო ხშირად ხვდება თავის შეყვარებულს ჟურნალისტებისგან ფარულ ადგილას. ჯერ გათხოვებას არ აპირებს და როცა გადაწყვეტს და გათხოვდება ყველა გაიგებს. ძალიან ბევრ ჭორებს რო ავრცელებენ მასზე ეს ყველამ კარგად იცის. ალბათ ყველას გემახსოვრებათ ეს ამბავი, როდესაც გაავრცელეს, რომ სოფო ნიჟარაძე ავტო ავარიაში გარდაიცვალა. რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოფოს ნაცნობებმა და მომღერლისთვის სრულიად უცნობი ადამიანების ნაწილმა ეს ინფორმაცია დაიჯერეს. კარგად მოგეხსენებათ, რომ სოფო ნიჟარაძის ფან გვერდს დიდი რაოდენობით მოწონება აქვს და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიტყო ეს ამბავი. თანაც მარტო ფეისბუქს არ დაჯერდნენ და ფორუმებშიც გაავრცელეს. ულამაზესი და ჭორებით სავსე სოფო ჯერ ისევ გაუთხოვარია.