შოუბიზნესი ფოტოები ნინი ბადურაშვილის მობილურიდან 2013, 17 თებერვალი, 16:24 მომღერალ ნინი ბადურაშვილისათვის 2012 წელი ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენით – გათხოვებით აღინიშნა. ნინის დაოჯახების თემა ბოლო წლებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა და მისმა გრანდიოზულმა, თუმცა დახურულმა ქორწილმა ყველა კითხვას ბოლოს და ბოლოს წერტილი დაუსვა. ამიტომაც მას თამამად შეგვიძლია ქართულ რეალობაში წლის პატარძლის ტიტული მივანიჭოთ. მისი რჩეული ყოფილი წყალბურთელი ირაკლი კუტალაძეა. ირაკლი მოსკოვში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს - არბატზე ერთ-ერთი რესტორნის მმართველია. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. ბადურაშვილმა თბილისი დატოვა და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად. მომოღერალმა აღიარა, რომ მოსკოვში ცხოვრება გაუჭირდა, იქ ბევრი ნაცნობი ჰყავს, მაგრამ უცხო გარემომ და ცივმა კლიმატმა მაინც თავისი გაიტანა.
ნინი არ აპირებს სიმღერისთვის თავის დანებებას და სამომავლო გეგმებიც აქვს, ახლა სიმღერისთვის ვერ იცლის რადგან ორსულადაა. ნინის დედამ, ეკა კახიანმა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ნინი დაახლოებით 3 თვის ფეხმძმეა. ნინი ღიმილით ამბობს, რომ თბილისში აღარ იტრიალებს ასეთი კითხვები: როდის თხოვდები ნინი? აღარ თხოვდები? ვისი შეყვარებულია ნინი? და ჟურნალების გარეკანზე აღარ გამოფენენ ნინის შეყვარებულებს. მისი თქმით ის თბილისს არ დაივიწყებს და ხშირად ჩამოვა ხოლმე, მან ბევრჯერ განაცხადა რომ მოსკოვში აპირებს ცხოვრებას. 5709 3-ს მოსწონს 3-ს არა
|