x
image
jango
თაკო გაჩეჩილაძე: ია ფარულავა გასახდელში შემოვიდა და ყველას თანდასწრებით მაგინა

imageშოუ ცეკვავენ ვარსკვლავებში დაძაბული ვითარება, რომ იყო ეს კარგად ჩანდა. ია ფარულავას და თაკო გაჩეჩილაძეს შორის პირველივე ტურიდანვე არ იყო კარგი ურთიერთობა. გაჩეჩილაძეების გამოსვლას ყოველთვის დაბალ ქულას უწერდა ფარულავა, მაგრამ გიგის არასდროს აფასებდა ცუდად, ყველაფერს თაკოს აბრალებდა. ფარულავამ თიკოს გამოსვლას დაუნი რობოტის გამოსვლაც კი უწოდა. ფარულავა აცხადებს, რომ თაკოს მკურნალობა სჭირდება და ფსიქიატრის ნომერსაც აძლევს, მისი თქმით სანამ დაიწყებოდა შოუ, საგრიმიოროში შეუვარდა თაკო და შეურაცყოფა მიაყენა. ფარულავას განცახდებით ის არაფერ შუაშია და არავის არ ემტერებოდა, როგორც ცეკვავდა შესაბამის ქულებს უწერდა. ყველაფერი თაკოს ბრალია, შეურაცყოფა მომაყენა და პირიქით მე გადმომაბრალა ყველაფერი, მეტიც მამამისსაც კი დაარეკინა ჩემთანო, აცხადებს ფარულავა. რაც შეეხება თაკოს, ის შოუს დაწყებამდე გასახდელში შესვლას და ინციდენტს ია ფარულავას აბრალებს, მეტიც გაჩეჩილაძემ თავის ფეისბუქის გვერდზე, ყველას ვისაც აინტერესებს დეტალურად აუხსნა ყველაფერი, თაკოს განცხადებას ფოტოზე ხედავთ. როგორც თავად ამბობს, უამრავი ხალხის თანდასწრებით იამ მას აგინა.კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი კამერას გადაეღო და ყველაფერი გაირკვევოდა თუ ვინ ვის აგინა. რათქმაუნდა რომელიმემ ჩაიდინა ეს მაგრამ რომელმა? საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ამას ია ფარულავა იკადრებდაო, ხოლო ნაწილი ამბობს რომ თაკოს მართლაც პრობლემები აქვსო და შეიძლება თაკომ მართლაც აგინაო.

3
4284
13-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:jango
jango
4284
  
2012, 18 ნოემბერი, 14:22
იგინებმა რო აგენს აგინეს,და აგენმა იგენს მაშინ დეიქცა ქვეყანა ბაბუ...
2012, 9 ნოემბერი, 14:08
გინებას სრულად იმსახურებს თაკო გაჩეჩილაძე. იგი უპასუხისმგებლოდ იქცეოდა, არ დადიოდა რეპეტიციებზეო, ფეხებზე დაიკიდა მისი გულშემატკივრები და შოუს ყველა მაყურებელი და მათ წინაშე აბსოლუტურად მოუმზადებელი გამოდიოდა. ნებისმიერ ადამიანს არ უნდა ეპატიოს საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება. მაგას ფონოგრამაზე სიმღერა ხომ არ გონია პარკეტზე ცეკვა? რისი იმედით დათანხმდა შოუში მონაწილეობას და თავი ვინ გონია?
2012, 8 ნოემბერი, 13:17
სხვათაშორის იამ კი არ უწოდა დაუნი რობოტი,თავად ტამარმა ბრძანა ასე,დაუნი რობოტების ცეკვა დავდგითო.რაც შეეხება მის ცეკვას,ნანიკო რომ გაუშვეს მაშინვე ითქვა სელაპი ტამარა დარჩა და ნანიკო როგორ გაუშვესო
0 1 3