სხვა მდიდარი ირანელების ულამაზესი ქალიშვილები - როგორ გამოიყურებიან მუსულმანი ლამაზმანები 2016, 1 ივლისი, 13:29 სპარსული სტილის მთავარი ელემენტი სიმდიდრე და ფუფუნებაა. მდიდარ ირანელ გოგონებს ძალიან უყვართ ბრენდული სამოსი თუ აქსესუარები - Chanel, Dior, Louis Vuitton, Prada… მოდას აყოლილი ლამაზმანები ცდილობენ ყოველდღე სხვადასხვა, ერთმანეთზე ძვირი და მდიდრული სამოსით გამოჩნდნენ. მზის სათვალესადმი სიყვარული. ირანელი გოგონები ძალიან ცხელ, მზიან ქვეყანაში ცხოვრობენ, ამიტომ გასაგებია მათი სიყვარული მზისგან დამცავი სათვალეებისადმი - ცხადია, ცნობილი ბრენდების წარმოების. მათი ინსტაგრამის გვერდებმა ოპრიკური მაღაზიის კატალოგიც კი შეიძლება მოგვაგონოს - აქ შეიძლება ნებისმიერი გემოვნების სათვალის ჩარჩო იპოვოთ. კონტურული მაკიაჟი. ბოლო დროს მდიდარი ირანელი ლამაზმანები თავიანთი სილამაზის ხაზგასასმელად სულ უფრო ხშირად იყენებენ კონტურულ მაკიაჟს. მიუხედავად აუტანელი სიცხისა, რომლის დროსაც მკვეთრი მაკიაჟი დღის მანძილზე არ არის რეკომენდებული, ბევრი მდიდარი სპარსელი გოგო იყენებს დიდი რაოდენობით მაკიაჟს და სახეს თითქოს ხელახლა იხატავს. ხიჯაბი, როგორც სტილის ელემენტი. თავს ვერავინ დადებს იმაზე, რომ ყველა ირანელი ლამაზმანი მართლმორწმუნე მუსულმანია (თუ ბლოგების მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს ასე ნამდვილად არ არის!), მაგრამ ხიჯაბი ან უბრალოდ თავსაფარი მათთვის სტილისა და კულტურული იდენტობის მნიშვნელოვან ელემენტად არის ქცეული. გოგომ შეიძლება ჩაიცვას დახეული ჯინსები, საკმაოდ ღია ტოპი, თავზე კი თავსაბურავი ჰქონდეს დახურული. მოკლედ, თავსაფარის ლამაზად ტარებაში ირანელ ქალებს ბადალი არ ჰყავთ. არაბუნებრივი ქერა. ამერიკული და ევროპული სილამაზის სტანდარტების გავლენა ისეთი ძლიერია, რომ ირანელი გოგონები ბუნებრივ კუპრივთ შავ თმას იღიავებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მშვენიერი შავთმიანი, რომელმაც, რატომღაც ქერად შეიღება თმა, მთლად ჰარმონიულად ნამდვილად ვერ გამოიყურება. სელფი ძვირადღირებულ ავტომობილში. მდიდრული მანქანა მდიდარი ირანელი მოდასაყოლილი ლამაზმანისთვის ისეთივე აუცილებელი ელემენტია, როგორიც Chanel-ის ფეხსაცმელი და ჩანთები. მანქანაში იმდენად ხშირად იღებენ სელფებს, საინტერესოა, როდისღა ასწრებენ გზაზე ყურებას... 2299 8-ს მოსწონს
|