მე-19-ე საუკუნის დასაწყისში არც ტელევიზია იყო და არც ინტერნეტი და ამიტომ, სხვადასხვა პროდუქტების რეკლამირების მიზნით, კოლოფებში და შეფუთვებში, სუვინირების სახით, ბარათებს აწყობდნენ (ისევე, როგორც, მაგ., საღეჭ რეზინში “Love is..."). ამ მხრივ, გამონაკლისი, არც სიგარეტის კოლოფები იყო... ბრიტანულმა კომპანია Gallaher Group-მა მსგავსი მარკეტინგული სვლა განახორციელა და თითოეულ კოლოფში, თითო ბარათი ჩადო, განსხვავებული რჩევებით, რომლის ცოდნა არც დღეს იქნება ურიგო!
ღვინის ჩაციება, მაცივრის გარეშე
გაახვიეთ ბოთლი პირსახოცში და ჩადგით 10 წუთით ცივ წყალში. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ჭურჭელს, რომელშიც ბოთლი დევს, ღია ონკანის ქვეშ მოათავსებთ.
ხიჭვის ამოღება
იმისთვის რომ ეს “ოპერაცია" სახლის პირობებში ჩაიტაროთ, დაგჭირდებათ ქილა ან ბოთლი განიერი პირით. ჯერ ჩაასხით მასში ცხელი წყალი, შემდეგ ძლიერ მიაჭირეთ სხეულის დაზიანებული ადგილი (ხელი, ფეხი). ასეთი “ხელსაწყო" “გამოწოვს" ხიჭვს, ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე.
ნამდვილი კარაქის გარჩევა, იაფფასიანი ანალოგებისგან
კარაქისა და მარგარინის ერთმანეთისგან გარჩევა ძალიან ადვილია. ჩვეულებრივ ქაღალდს უნდა წაუსვათ ცხიმი და დაწვათ. მარგარინი, წვის დროს, გამოყოფს ცუდ სუნს, ხოლო კარაქს — სასიამოვნო არომატი აქვს.
ბოთლის შიგნიდან გამორეცხვა
თუ ხელი არ გეტევათ ჭურჭელში და სპეციალური ჯაგრისი არა გაქვთ, ბოთლში ქვიშა ჩაყარეთ, დაასხით წყალი, დაახურეთ საცობი და მანამდე აჯანჯღარეთ, ვიდრე არ გასუფთავდება!
ყვავილის გამოცოცხლება
თუ თაიგული ჭკნობას დაიწყებს, ამოიღეთ ლარნაკიდან და ჩადგით ცხელ წყალში იქამდე, ვიდრე წყალი არ გაცივდება. შემდეგ მოაჭერით ღეროს ბოლოები და ჩადეთ ცივ წყალში.
მელნის ლაქების მოცილება
მელნის ლაქების მოსაცილებლად, დასვრილი ქსოვილი რძეში ჩაალბეთ 15-20 წუთით და ლაქა გაქრება.
გაბზარული კვერცხი
თუ კვერცხი გაბზარულია და მისი მოხარშვა გინდათ, მოსახარშ წყალში ცოტა ძმარი ჩაამატეთ და კვერცხის შიგთავსი გარეთ არ გამოჟონავს.
ასანთი ქარში
ყველას, თუნდაც ერთხელ ცხოვრებაში, უცდია ქარიან ამინდში ასანთის ანთება. იმისათვის რომ თქვენი ცდა უშედეგოდ არ დამთავრდეს — ასანთის ღერს გვერდები ნაწილობრივ უნდა აათალოთ.
ახალი პურის დაჭრა
ამისთვის დანა მდუღარე წყალში უნდა ჩადოთ და დაელოდოთ, ვიდრე არ გაცხელდება. ასეთი დანით უპრობლემოდ დაჭრით ყველაზე ახალ პურსაც კი.
პირველი დახმარება
თუ ფეხი იღრძეთ ან იტკინეთ, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — უნდა დაიდოთ ცივი კომპრესი. ხოლო იმისთვიე, რომ ის არ გაშრეს, აიღეთ ბინტი, მისი ერთი ბოლო წყლიან ჭურჭელში მოათავსეთ, ხოლო მეორე – კომპრესზე დაამაგრეთ.
ჭიქების დაცალკევება
ერთმანეთში ჩაჭედილი ჭიქები ძალიან ადვილად იმსხვრევა. იმისათვის რომ არცერთი არ გატყდეს, ჩაასხით ზედა ჭიქაშ ცივი წყალი, ხოლო ქვედა – ცხელ წყალში ჩადგით. ამის შემდეგ, ჭიქები ერთმანეთს ადვილად დაშორდება.
ლარნაკის დაცვა
ძვირადღირებული ლარნაკი შემთხვევით რომ არ დაეცეს და გატყდეს, შიგნით ქვიშა ჩაყარეთ.
საუკეთესოდ მოხარშული კარტოფილი
მოხარშული კარტოფილი გემრიელი რომ იყოს, უნდა გადაწუროთ კარტოფილის ნახარში წყალი, ისევ დადგათ ქვაბი ცეცხლზე ერთი წუთით და კარტოფილი გააშროთ. ამ პროცესის დროს, ქვაბი დროდადრო გააჯანჯღარეთ.
სათვალემ რომ არ დაიორთქლოს
გაწმინდეთ სათვალის მინები საპნიანი წყლით, მიეცით გაშრობის საშუალება, ხოლო შემდეგ, გაწმინდეთ ხავერდის ქსოვილით.
თუ სანთლის დიამეტრი, შანდლისას აღემატება
სანთლის გვერდების ჩამოჭრაზე რომ არ იწვალოთ, სანთლის ბოლო ცხელ წყალში უნდა მოათავსოთ, ხოლო შემდეგ, პირდაპირ შანდალში ჩაარჭოთ, რომ პარაფინმა ან ცვილმა გაციება ვერ მოასწროს.
კვერცხის შენახვა ხანგრძლივი დროით
კვერცხი დიდი ხნის მანძილზე რომ შეინახოს, მარილში უნდა მოათავსოთ. მაგრამ, იქიდან ამოღების შემდეგ, მაშინვე უნდა გამოიყენოთ.
მაგარი კვანძი
მძიმე ნივთების აწევის დროს, გამოიყენეთ კვანძი №1, რაიმეს შეერთებისთვის — «მეთევზეს» კვანძი №2 და ძალიან მტკიცე კვანძი №3.
სითხე რომ არ დაიწუწოს

ბოთლიდან ამოღების დროს, მაგიდაზე სითხე რომ არ დაიწუწოს, ბოთლი ისეთივე ქაღალდის ცენტრში მოათავსეთ, როგორიც სურათზე არის ნაჩვენები.
ფეხსაცმლის წმენდა
იმ შემთხვევაში, თუ ფეხსაცმელი გაქვთ გასაწმენდი და სპეციალური საცხი და ჯაგრისი არა გაქვთ, ლიმონი გამოიყენეთ. ის შესანიშნავად ასუფთავებს და აპრიალებს ფეხსაცმელს.
შუშის ნამსხვრევების უსაფრთხოდ შეგროვება
შუშის ნამსხვრევები სახიფათოა როგორც პატარებისთვის ისე უფროსებისთვის. ნამსხვრევების შეგროვება მთლიანად და ფრთხილად არის საჭირო. ამისთვის, საუკეთესო ვარიანტი, სველი ტილოს გამოყენება არის: მას სულ პატარა ნამსხვრევებიც კი ეწებება. შემდეგ, ტილო აუცილებლად უნდა გადააგდოთ.