სხვა კარატეს მასწავლებელი ქალი 11 წლის ბიჭთან ინტიმური ურთიერთობისთვის დაიჭირეს 2016, 28 ივნისი, 21:56 ![]() კარატის 21 წლის ფლორიდელი ინსტრუქტორი, სტეფანი ფიგუერა დაკავებული იქნა 11 წლის ბიჭთან ინტიმური კავშირის გამო. გოგონა თავის მოსწავლეს საკუთარ ინტიმურ ფოტოებს უგზავნიდა. ამას გარდა, მასწავლებელი ბიჭუნას სექსუალურ ურთიერთობასაც სთავაზობდა. ![]() ![]() ![]() სტეფანი ბიჭუნას დაბადების დღეზე თავის სახლში ეპატიჟებოდა და ამცნობდა, რომ შინ მარტო იქნებოდა. ერთმა შეტყობინებამ კი დედა საერთოდ შოკში ჩააგდო: "ერთი სული მაქვს, ისევ როდის დავწვებით ერთად სპორტსკოლაში. მინდიხარ, ძალიან მინდიხარ"... ![]() ინსტრუქტორმა თებერვალში გაუმხილა მოსწავლეს, რომ შეუყვარდა. მას შემდეგ ოცამდე პიკანტური ფოტო გაუგზავნა. ![]() ![]() სპორტსკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი თანამშრომელი ასე იქცეოდა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერების შემოწმების შედეგად სკოლის ადმინისტრაცია დარწმუნდა, რომ არავითარი ეროტიკული ეპიზოდის კვალი არ არსებობს. ![]() ამჟამად საქმის გამოძიება გრძელდება. გამორიცხული არ არის, რომ სტეფანის მსგავსი ურთიერთობა სხვა ახალგაზრდა მოსწავლეებთანაც ჰქონდა. ![]() 1375 7-ს მოსწონს 2-ს არა
|