2016 წლის მოდა ძალიან დემოკრატიული და მრავალფეროვანია. პოდიუმი აჭრელებულია დიზაინერების მიერ შექმნილი ორიგინალური და ეფექტური სამოსით. აქ წარმოგიდგენთ 10 ყველაზე მოდურ ნივთს, რომელიც, სეზონის მიუხედავად, უკანასკნელ მოდაზე ჩაცმულად წარმოგაჩენთ.
მაქმანებიანი კაბა
ეს კაბები ძალიან პოპულარულია ზაფხულის სეზონზე. მაქმანები განსაკუთრებით უსვამს ხაზს კაბის პატრონის სექსუალურობას და ქალურობას. წელს, დიზაინერები, საინტერესო კომბინაციებსაც გვთავაზობენ – მაქმანებით გაწყობილ ტყავის კაბებს, რომლის მაქმანები, შეიძლება, როგორც ტყავის, ის ქსოვილის იყოს.
![აუცილებელი ნივთები, რომლებიც 2016 წლის
გარდერობში უნდა იყოს image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016063011242573439.jpg)
![აუცილებელი ნივთები, რომლებიც 2016 წლის
გარდერობში უნდა იყოს image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016063015101273439.gif)
თავისუფალი სტილის პალტო
ასეთი პალტო გასულ სეზონზე შემოვიდა მოდაში და წელსაც ინარჩუნებს აქტუალობას. დიზაინერები უპირატესობას პასტელის ფერებს და კუბოკრულ ქსოვილებს ანიჭებენ.
თეთრი პერანგი
წელს, კალსიკური თეთრი პერანგი ყველა გოგონას ტანსაცმლის კარადაში უნდა იყოს – ადვილია მისი კომბინირება სამოსის სხვა ელემენტებთან, ის ფაქტიურად, ყველაფერს უხდება და რომანტიზმს მატებს გარეგნობას.
კლასიკური ქვედაბოლო
სწორი ქვედაბოლო, სიგრძით – მუხლის ოდნავ ქვემოთ, წელსაც ტრენდშია. კლასიკა არასდროს გამოდის მოდიდან და ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოდგება.
![აუცილებელი ნივთები, რომლებიც 2016 წლის
გარდერობში უნდა იყოს image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016063015140973439.gif)
შარვალი განიერი ტოტებით
წლევანდელ წელს, დიზაინერები უპირატესობას ფართო ტოტებიან შარვლებს ანიჭებენ. ამ სტილის შარვალს ძალიან უხდება, ზემოთ ხსენებული – კლასიკური თეთრი პერანგი, თხელ ბლუზი და მოკლე პიჯაკი.
![აუცილებელი ნივთები, რომლებიც 2016 წლის
გარდერობში უნდა იყოს image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016063015143173439.gif)
თავისუფალი პულოვერი
თავისუფალი და მოსახერხებელი პულოვერი – უნივერსალური სამოსი არის, რომელიც ნებისმიერი ფიგურის მქონე ადამიანს უხდება. ამასთან, ის ძალიან პრაქტიკულიც არის: არანაირად არ ზღუდავს ადამიანს და აქტიური მოძრაობის საშუალებას იძლევა.
![აუცილებელი ნივთები, რომლებიც 2016 წლის
გარდერობში უნდა იყოს image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016063015145173439.gif)
ჯინსი-სკინი
უკვე რამდენიმე სეზონია, პოპულარული სკინები არ თმობენ თავიაანთ პოზიციებს. მაგრამ, ამ შარვლის ჩაცმის შემთხვევაში, აუცილებელია ფიგურის ფორმების გათვალისწინება. რადგან, ჯინსი-სკინი ყველას არ უხდება.
ტყავის პიჯაკი
![აუცილებელი ნივთები, რომლებიც 2016 წლის
გარდერობში უნდა იყოს image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016062921342073439.jpg)
ჯერ კიდევ გასულ სეზონზე, ტყავის პიჯაკი სრული უგემოვნობის მაჩვენებელი იყო. ხოლო 2016 წელს – ის გარდერობის ულტრამოდურ ატრიბუტად იქცა. მოდაშია ნებისმიერი ფერის პიჯაკი. მაგრამ, უპირატესობა მიანიჭეთ შავ პიჯაკს, რადგან უფრო პრაქტიკულია და ნებისმიერი ფერის ტანსაცმელს უხდება.
ქურქი
ზამთარში მოდის პიკში იქნება ქურქი კომბინირებული ბეწვით. იდეალური კომბინაცია არის: წაულა, “კარაკული" და ნუტრია.
მასიური სამკაული
გრძელი მასიური ჯაჭვები და მასიური საყურეები ისევ გამოჩნდა მსოფლიო მოდის პოდიუმებზე. წელს, მოდაში, ასევე, დიდ თვლიანი ბეჭდები და მარგალიტის სამკაულებიც არის.
![აუცილებელი ნივთები, რომლებიც 2016 წლის
გარდერობში უნდა იყოს image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201606/2016063016194373439.jpg)