საზოგადოება ლანა პაპიძე "უწიგნურ ბრბოს" მიმართავს! 2016, 27 ივნისი, 15:08
ყველასთვის ცნობილი, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე კვლავ აქტიურად იბრძვის თავისი დის დასახსნელად და აქტიურად წერს პოსტებს თავის "ფეისბუქის" გვერდზე, სადაც ძირითადად ხალხს მიმართავს, რომლებიც მაგდას დამნაშავედ მიიჩნევენ და უამრავ უარყოფით კომენტარებს აკეთებენ ამ უკვე ცნობილ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ლანა დარწმუნებულია დის სიმართლეში და უდანაშაულობაში, რის დასამტკიცებლადაც ყველაფერს აკეთებს და ცდილობს მაგდას დაცვას რადაც არ უნდა დაუჯდეს. ლანა პაპიძე, ასევე დიდი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული და ახლა უკვე იგი აქვეყნებს სტატუსს საკუთარ დახეულ ჯინსებთან დაკავშირებით, რომელმაც როგორც ჩანს ხალხი ძალიან გააღიზიანა და ლანაც უკან არ იხევს, ხალხს, კი ბრბოდ და უწიგნურად მოიხსენიებს, რომელთაც ჯობდა თავის დროზე წიგნი წაეკითხათ და მისი დახეული ჯინსები არ გაეკრიტიკებინათ. ვნახოთ რას წერს იგი:
"ახლა ლანას მუხლზე გადახეული ჯინსი გახდა საჭორაო თემა და მოკლე, ვიწრო ჯინსის პიჯაკი. ჩემს გადახეულ ჯინსს რას დარდობთ? მე მუხლზე გადახეული ჯინსით განმიკითხავთ, კიდევ კარგი მოგეცათ სალაპარაკო თემა. აი ეს ხართ, ბრბო, მასიურად უწიგნული ხალხი... ჩემს ჯინსებს დასდევთ... ცოტა მეტი წიგნი, რომ გეკითხათ დღეს ჩემს ჯინსს კი არ გამოეკიდებოდით, აზრიან კომენტარებს დაწერდით, მაგრამ მესმის სრულიად გაღიზიანებთ განათლებას და ლოგიკას მორგებული აზროვნება... მესმის თქვენი, ხვალ ნაცრისფერ ჯინსს ვიცმევ, ახალი თემა მოგეცათ..."
ამ სტატუსს ძირითადად დადებითი კომენტარები მოჰყვა მისი მეგორბების მხრიდან:
" ორი დღის თემა მაინც მიეცი არ გეცოდება ეს "ხალხი"?" " ვგიჟდები რა... აქ ჩაცმაზე, თუ უფრო მნიშვნელოვან თემაზე უნდა იყოს საუბარი??? ვისი რა საქმეა ვინ რას ჩაიცმევს???" 1163 3-ს მოსწონს 3-ს არა |
მერე მიხვდი რომ თავი ცარიელი გაქსვ და დაიწყე ზღაპრების მოყოლა