საზოგადოება თათია პაჭკორია თავის გოგონას, ცირას მიმართავს:"მადლობა, რომ მყავხარ და ბოდიში, რომ როდესაც ყველაზე მეტად გჭირდები ასეთი უფულო ვარ..." 2016, 24 ივნისი, 14:37 უკვე ყველასთვის ცნობილი და შეიძლება ითქვას დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგონაა ცირა კობიაშვილი. ამ ულამაზესმა და ამავდროულად ნიჭიერმა მომღერალმა ყველას მალე გააცნო თავი თავისი გარეგნობის წყალობით, რომელმაც წარმატებასთან ერთად ბევრი პრობლემაც შეუქმნა, რადგან მისი სიმღერის ნიჭი მისი გარეგნობის წყალობით ყოველთვის უკანა პლანზე იხევდა ხოლმე. დგება მომენტი, როდესაც ადამიანები იზრდებიან და ცირაც უფრო გაიზარდა საკუთარ თავთან მუშაობით და უკვე "იქს ფაქტორის" დამსახურებული კონკურსანტია, რომელსაც საკმაოდ დიდი შანსი აქვს გამარჯვების. ხალხის უსაზღვრო აგრესია, რომელიც ცირას მისამართით დიდ ტალღად იყო "აზვირთული", ახლა უკვე სიყვარულში გადაიზარდა და ეს აშკარა გახდა, როდესაც ერთ-ერთ "ლაივზე" ცირა ლიდერი გახდა ხმათა უმრავლესობით. ეს აისახა კომენტარებშიც, სადაც ცირას კარგს უფრო უწერენ, ვიდრე ცუდს. ბოლო "ლაივის" შემდეგ ცირას დედამ, ჟურნალისტმა თათია პაჭკორიამ გამოაქვეყნა პოსტი თავისი "ფეისბუქის" გვერდზე, ვნახოთ რას წერს იგი ქალიშვილისა და მათი გულშემატკივრების შესახებ: "ჩემო სიამაყე.....უმაგრესი იყო, ვერ ავუდივარ ზარებზე და მესიჯებზე პასუხს....მადლობა, რომ მყავხარ და ბოდიში, რომ როდესაც ყველაზე მეტად გჭირდები ასეთი უფულო ვარ, რომ ასე ცუდად მიმდის საქმე უკვე მეორე წელია, მაგრამ მეც შენსავით ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას და ერთად გავიმარჯვებთ....მადლობა ხალხო, რომ ასე გვაფასებთ, რომ გვირეკავთ და გვაბედნიერებთ. მე უკვე მეუხერხულება თქვენთის რაიმეს თხოვნა, მაგრამ ვხედავ და ვაფასებ თქვენს უთქმელ მხარდაჭერას." 516 2-ს მოსწონს
|