x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრები, სიტყვები და ქცევები მის ბედსა და ცხოვრებაზე (ნაწილი II)
image


თქვენი მომავალი თქვენი წარსულის ექოა

მიიღე ადამიანების უმრავლესობა შინაგანად ებრძვის იმას, რის შესახებაც წარმოდგენა არ აქვთ. ამიტომ არავინ უნდა განსაჯოთ. მათ ადგილზე არ ყოფილხართ და არ იცით რისი გადატანა მოუხდათ. შესაძლოა ისინი შეურაცხყვეს, პირისპირ იდგნენ გაჭირვებასთან ან არასოდეს ყვარებიათ. თუ განსჯი, მაშინ თავადაც განისჯები. მიიღეთ სხვები ისეთები, როგორებიც არიან.


მიუტევე – მიტევება ტკივილისგან გაგათავისუფლებთ. დიდ ადამიანებს შეუძლიათ პატიება. შურისძიება მხოლოდ ზიანს მოგაყენებთ. მიტევება არ ნიშნავს, რომ ბედნიერი ხართ იმით რაც გაგიკეთეს. ეს გულისხმობს იმას, რომ ხართ საკმარისად კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი, რომ გააგრძელო ცხოვრება. ამით თქვენს ირგვლივმყოფებს კარგ მაგალითს აძლევთ. ბედნიერება მათთან მიდის ვისაც პატიება შეუძლია.


იყავი მადლიერი – ეს ძალიან მნიშვნელოვანია! დღეს მიირთვი? ჯანმრთელი ხარ? თავშესაფარი გაქვს? ისინი ვინც მადლიერნი არიან – ბედნიერებიც არიან. გამოხატეთ მადლიერება – ეს თქვენ შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ.



ენერგია გაეცი სიყვარული და ის უკან დაგიბრუნდება. ენერგია რომელსაც გასცემთ, ყოველთვის უკან გიბრუნდებათ. თუ თქვენ ბედნიერებასა და დადებით ენერგიას ასხივებთ, სწორედ ამასვე მიიღებთ უკან. ამიტომაც, როდესაც კარგ ხასიათზე ხართ, სამყარო ასეთი მშვენიერი ჩანს.


რეაქცია – თუ სხვებს დახმარება სჭირდებათ და თქვენ თუნდაც ცოტათი ეხმარებით მათ, ერთ დღეს როდესაც თქვენ დაგჭირდებათ დახმარება, ასევე მიიღებთ მას. ის, თუ როგორ გეპყრობიან სხვები – მათი კარმაა. და იმით, თუ როგორ პასუხობთ მათ – თქვენი კარმა განსაზღვრება.


შემთხვევითობა – აქამდე უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ უბრალოდ არაფერი ხდება. ყველაფერი რაც გემართებათ ცხოვრებაში, იმიტომ ხდება, რომ ისწავლოთ.


image



ყოველი შენი სიტყვისთვისთვის პასუხი მოგეთხოვება


ნებისმიერი სარკასტული კრიტიკა საბოლოოდ შენს წინააღმდეგ მობრუნდება. თუ სხვების გაკრიტიკება გსურს, მოემზადე იმისთვის რომ თავად მოხვდები კრიტიკის ქარ-ცეცხლში ერთ დღეს. სხვების განსჯას ნეგატიური ეფექტი აქვს. რაც უფრო მეტად განსჯი სხვებს, მით უფრო მეტად განგსჯიან. ერთი შეხედვით ლამაზი ადამიანი, მახინჯი ხდება როდესაც ის იმათ ამცირებს, ვინც მისნაირი არ არის. როგორ შეიძლება გავკიცხოთ ადამიანი მხოლოდ მისი გარეგნობის გამო? ვინ ვართ ჩვენ რომ სხვები განვსაჯოთ?


"სხვა ადამიანები" არ არსებობენ. ჩვენ ყველა ერთნი ვართ. როდესაც ქუჩაში მაწანწალას ფეხს დაარტყავთ, ამით საკუთარ თავსაც ურტყამთ. როდესაც სხვას აყენებთ ზიანს, ამით საკუთარ თავსაც აზიანებთ. კარმის კანონი თქვენ უკეთეს პიროვნებად გაქცევთ. რაც უფრო მეტად გაქვთ შეგნებული ცხოვრების აზრი, მით უფრო ნაკლები გაკვეთილი

დაგჭირდებათ სანამ თქვენს ოცნებას მიაღწევთ. გაკვეთილების გამეორებას თქვენს ცხოვრებაში სასჯელად ნუ აღიქვამთ, ეს იმაში გეხმარებათ, რომ უკეთესი მომავალი გქონდეთ.


არ არის საჭირო ყველამ დაინახოს, თუ როგორ აკეთებთ სიკეთეს


როცა სხვების მიმართ სიკეთეს იჩენთ, უპირველეს ყოვლისა ამით საკუთარ თავს უკეთებთ სიკეთეს. ეს სხვებს იმედს აძლევს. სიკეთე ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რაც კი შეგიძლიათ სხვებს მისცეთ. ეს ადამიანებს უკეთესობისკენ ცვლის. გაჭირვებული ადამიანის დახმარებით, საკუთარ თავს ეხმარებით. ასეთი მაგალითით სამყაროს საცხოვრებლად უკეთეს ადგილად აქცევთ.


გააკეთეთ სიკეთე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. არ არის საჭირო, რომ ეს სხვებმაც დაინახონ. თქვენ მთელი სამყარო გაკვირდებათ. ეს საკმარისი არ არის? უხილავი სიკეთე, რასაც სხვებისთვის აკეთებთ, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც ერთ დღეს აუცილებლად დაგიბრუნდებათ.


image


ცუდი კარმა


თქვენს ცხოვრებაში ცუდი მოვლენების ჯაჭვი მანამდე გაგრძელდება, სანამ არ ისწავლით იმას, რაც უნდა იცოდეთ. მტკივნეულ შედეგებს თქვენი ქმედებების გამო იმკით, რომელიც წინააღმდეგობაშია სამყაროს მიზნებთან. ტკივილი გაკვეთილს გიტარებთ. და რა არის სამყაროს მიზანი? ეს მარადიული სიყვარულია. კარმა ყველას თანაბრად ეპყრობა. ნუ იფიქრებთ რომ ის განსაკუთრებულად მოგექცევათ – იმას იღებთ, რასაც იმსახურებთ.


შეიძლება შევცვალო ჩემი კარმა?


დიახ! თქვენ ვერ შეაჩერებთ კარმას, თუმცა, შეგიძლიათ მისი მიმართულების შეცვლა. ის ცუდი რაც ჩაიდინეთ წარსულში, შესაძლებელია "გაუქმდეს, " თუ კარგ საქმეს გააკეთებთ. რაც დათესეთ, იმას იმკით. თქვენ საკუთარი ბედი შექმენით, ახლა კი შეგიძლიათ ხელახლა შექმნათ ის. თქვენ თავისუფალნი ხართ არჩევანში. შეგიძლიათ წარსულის გაკვეთილიდან ისწავლოთ.


სუფთა სინდისს ვერ იყიდით სინანულისა და სირცხვილის მომენტში. თუ პატიება გსურთ, საკუთარი ქმედებების გამო, პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ მათზე. სინანული მხოლოდ საწყისი წერტილია. თუ ჩადენილის გამო თავს ცუდად გრძნობთ, ამით სამყაროში სიგნალს აგზავნით. ეს უკავშირდება სწავლას თანაგრძნობის მეშვეობით. ის იწყება იმის წარმოდგენით თუ სხვები რას გრძნობენ. აცნობიერებთ და აღიარებთ, რომ თქვენი წარსული ქმედებები მცდარი იყო – ეს დასაწყისია. თქვენ ამით იმის გაქარწყლება დაიწყეთ, რაც ადრე ჩაიდინეთ.


ზოგჯერ ის უნდა გამოსცადოთ, რაც სხვებს გაუკეთეთ. ნუ იფიქრებთ იმაზე რამდენად ცუდი იყავით, ამის გამოსწორება დღესვე დაიწყეთ. ცუდი კარმა მხოლოდ სინანულით უნდა წაშალოთ, შემდეგ კი სიყვარული და სიკეთე უნდა გასცეთ. სხვა გზა უბრალოდ არ არის – თუ ოდესმე ვინმეს ზიანი მიაყენეთ, პატიება სთხოვეთ. მათ პატიებას ნებისმიერი ცუდი კარმის დაშლა და კარგ კარმად გადაქცევა შეუძლია. თქვენი დანაშაული შემსუბუქდება, შედეგად კი – თავს საოცრად იგრძნობთ!


image


"ამ ცხოვრებაში ჩვენი ძირითადი მიზანი სხვების დახმარებაა. და თუ არ შეგიძლია ამის გაკეთება, ტკივილს მაინც ნუ მიაყენებ." დალაი ლამა

ასევე დაგაინტერესებთ:

რა გავლენას ახდენს ფიქრები, სიტყვები და ქცევები ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე. ეს უნდა იცოდეთ!

რა გავლენას ახდენს მეტყველება ადამიანის ცხოვრებაზე – აღმოსავლური სიბრძნე

მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"

როგორ მოვიზიდოთ იღბალი – წარმატების ტიბეტური საიდუმლო

მეექვსე გრძნობა – მეცნიერები მისი განვითარების 7 მეთოდს გვთავაზობენ

დალაი ლამა: "ჩვენი ცხოვრების მიზანია – ვიყოთ ბედნიერები." რა გზით უნდა მივაღწიოთ ამას

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რა გავლენას ახდენს ფიქრები ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს უნდა იცოდეთ!


3
3232
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
3232
  
2017, 20 მარტი, 16:46
ფაქტია აქ სულ რამდენიმე მომხმარებელია, ვისი სტატიის წაკითხვა მართლა ღირს, ბევრი ავტორი უბრალოდ "წვალობს". :)
2017, 20 მარტი, 16:40
უღრმესი მადლობა შეფასებისთვის, ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა :)
2017, 20 მარტი, 16:27
ასეთი სტატიების წასაკითხად ღირს ამ საიტზე ყოფნა...
0 1 3