x
image
beko777
საშინელი ავარია ჩუბინაშვილის ქუჩაზე
imageგუშინ, ჩუბინაშვილის ქუჩის 55 ნომერთან მდებარე გზაჯვარედინზე, საშინელი ავარია მოხდა, ადგილზე რომელზეც შუქნიშანი არ არეგულირებს მოძრაობას, ადრეც უამრავი საგზაო შემთხვევა მომხდარა, რომლებიც ფატალურად დამთავრებულა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ავარიას, გზაჯვარედინზე დიდი სიჩქარით მიმავალმა წითელი ფერის "ოპელის" მარკის მსუბუქმა ავტომანქანამ, ყვითელ სამარშრუტო ტაქს 182 ნომერს, უკნიდან დაარტყა, რის შემდეგაც "მარშუტკის" მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა და იქვე, საცხობის გვერდით, სარდაფში ჩასასვლელ კარში შევარდა და გაიჭედა, რა დროსაც იქვე მდგარ ორ ქალბატონს დაარტყა, ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა (ავარიიდან რამდენიმე წუთში დაზარალებული ქალბატონის შვილი აღელვებული აგვარებდა ურთიერთობებს საპატრულო პოლიციასთან და მაშველებთან).


სამარშრუტო ტაქსის მგზავრები და მძღოლი არ დაზარალებულან, ტრანსპორტი კი, მაშველებმა სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, 30 წუთიანი მუშაობის შემდეგ გამოაძრეს (!) კედლიდან, სადაც "მარშუტკა" წარმოუდგენლად იყო "შეკვეხებული".
"ოპელის" და სამარშრუტო ტაქსის (182) მძღოლი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაკითხეს და შესაბამისი პროცედურებიც ჩაატარეს.


უნდა ითქვას, რომ ამ ადგილზე, "საცხობთან" ხალხის განსაკუთრებულად მასობრივი თავშეყრაა ხოლმე, შესაბამისად ფატალური შედეგებისგან საბედნიეროდ ყველა გადარჩა.

image


image

image

image

image

image

0
386
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
386
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0