სხვა თუ ასეთი ფოტოების გადაღება ჯერ კიდევ* შესაძლებელია – საქმე არც ისე ცუდად ყოფილა... 2019, 29 იანვარი, 11:50 ყველაზე მნიშვნელოვანი რთულ სიტუაციაში ადამიანად დარჩენა და სხვისთვის დახმარების აღმოჩენა არის. მნიშვნელობა არა აქვს, ეს გმირული საქციელი იქნება, თუ ელემენტარულად, ვინმესთვის ხელის შეშველება... თუნდაც, სულ პატარა კეთილი საქციელიც რომ იყოს, მას დიდი სიხარული და ბედნიერება მოაქვს. ავსტრალია ვიდრე მაშველები მოვიდოდნენ, ნიკოლ გრემი* ჭაობში ჩავარდნილ ცხენთან ერთად, რამდენიმე საათი წელამდე ტალახში იდგა და მისი თავი წყლის ზედაპირზე ეჭირა, რომ ცხენი არ დამხვრჩალიყო. მეხანძრე ტყის ხანძრის დროს წყალს ასმევს კოალას. იტალია
სპილომ ნაღმს დაადგა ფეხი და დაკარგა. მისთვის პროთეზი დაამზადებინეს და აცმევენ. ბანგლადეში
ტაივანი
მატარებლის მგზავრებმა ფანჯრებიდან ორმოში ჩავარდნილი სპლიყვი დაინახეს და მემანქანე მატარებლის გაჩერებაზე დაითანხმეს. ვიდრე დახმარებას ელოდნენ, ხალხი პატარა სპილოს საკვებს აწვდიდა. აშშ
კაცი საკუთარ ფესხაცმელს უსახლკარო გოგონას აძლევს. P. S. უბედური შემთხვევა პლაჟზე*ნიკოლ გრეიმი, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, 18 წლის ცხენზე, – ასტრაზე ამხედრებული, მელბურნის სამხ. სანაპიროზე სეირნობდა. უეცრად ცხენს ბილიკიდან ფეხი აუცდა და ტალახში ჩავარდა. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილზე ჭაობი იყო, ცხენს ფეხები მცენარეებში გაებლანდა და ჩაძირვა დაიწყო. ასტრა სულ უფრო მეტად ეფლობოდა ჭაობში და ამას ისიც დაემატა, რომ მოქცევა დაიწყო… ცხენი ნამდვილად დაიღუპებოდა, რომ არა მისი პატრონის გმირული საქციელი. ნიკოლმა ბავშვი უსაფრთხო ადგილამდე გაიყვანა და თვითონ ასტრასთან დაბრუნდა. რაც უფრო მეტად ცდილობდა ქალი ცხენის ამოყვანას და რაც უფრო ინძრეოდა ცხოველი, მით უფრო მეტად ითრევდა მას ჭაობი. ნიკოლის შვილი ავტომობილების სადგომისკენ გაიქცა და დახმარება ითხოვა. ხოლო, ნიკოლი ცხენს ამშვიდებდა და ცდილობდა, მაშველების მოსვლამდე მისი თავი წყლის ზედაპირზე დაეჭირა. როდესაც ამ შემთხვევის შესახებ შესაბამისმა სამსახურებმა შეიტყვეს, ვეტერენარების გარდა, ასტრას და ნიკოლის დასახმარებლად მეხანძრეთა ჯგუფიც გაგზავნეს. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაშველებმა ცხენის ამოყვანა მაინც ვერ შეძლეს. მათ ადგილობრივი ფერმერიც დაეხმარა თავისი ტრაქტორით, მაგრამ სანამ ვერტმფრენი არ მივიდა ადგილზე, ასტრა ჭაობიდან ვერაფრით ამოიყვანეს. ცხენის გადარჩენის ოპერაცია თითქმის 3 საათს გაგრძელდა და ბოლოს, წარმატებით დასრულდა. «ეს საშინელება იყო. საშინლად მტკივნეული იყო იმის დანახვა, რომ ასტრა ბრძოლამ დაღალა და მან დანებება გადაწყვიტა» – თქვა ცხენის ჭაობიდან ამოყვანის შემდეგ ნიკოლმა. ეს კი მიზეზი, თუ რატომ, «ჯერ კიდევ»*... (და ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, კონფლიქტების, ომების და მილიონობით ადამიანის შიმშილის ფონზე).
პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირას არის
«განგა, შენი წყალი აიმღვრა»: ინდოელებმა დიდი მდინარის გაწმენდა გადაწყვიტეს თუ გული გაქვთ, გულგრილობას არ გამოიჩენთ — ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს!
მათ გაუმართლათ, რომ კარგ ადამიანებს შეხვდნენ
1225 7-ს მოსწონს
|