სხვა ის ჩვენი მსხვერპლია... ინდონეზიის სანაპიროზე მკვდარი ვეშაპი იპოვეს 2018, 30 ნოემბერი, 9:50 კ. სულავესის სანაპიროზე ზღვამ ვეშაპის გვამი გამორიყა. გაკვეთის შემდეგ, მის კუჭში თითქმის 6 კგ. პლასტიკატის ნარჩენი აღმოაჩინეს. მათ შორის: 115 ერთჯერადი ჭიქა, 4 ბოთლი, 25 პოლიეთილენის პარკი, რეზინის ჩუსტები და 1000-ზე მეტი ცალკეული ნამტვრევი. იმის გამო, რომ გვამი გახრწნილი იყო, მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. «მართალია, ჩვენ ვერ დავადგინეთ სიკვდილის მიზეზი, მაგრამ ფაქტი, რომლის მოწმენიც ჩვენ გავხდით, მართლაც რომ შემაშფოთებელია» – განაცხადეს ეკოლოგებმა.P. S. მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი გასულ წელს, ნორვეგიის სანაპიროზე. მაშინ ვეშაპის დეტალური შესწავლა მოხდა და როგორც ნორვეგიელმა ექსპერტებმა დაადგინეს, ვეშაპის სიკვდილის მიზეზი, მის კუჭში აღმოჩენილი 30-მდე პოლიეთილენის პარკი და პლასტიკატის ნარჩენები იყო. ვეშაპის კუჭის ანალიზი ზოოლოგმა, დოკ. ტერიე ლისლევანდმა (Terje Lislevand) ჩაატარა და მისი აზრით, კუჭში აღმოჩენილი ნარჩენები, რომლიც გადამუშავებას არ ექვემდებარება, ძლიერ ტკივილს აყენებდა ცხოველს. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * პლანეტა ეკოლოგიური კატასტროფის პირას არის * «განგა, შენი წყალი აიმღვრა»: ინდოელებმა დიდი მდინარის გაწმენდა გადაწყვიტეს 308 4-ს მოსწონს
|