სხვა ცხოვრების ბნელი მხარე 2017, 4 ოქტომბერი, 9:56 ადამიანების უმრავლესობას მხოლოდ შინაგანი პრობლემები კი არა, პრობლემები აქვთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. ამის გამო, ისინი სწორედ გარემოს და ირგვლივ მყოფებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათი ცხოვრება ისე ვერ აეწყო, როგორც ისინი ისურვებდნენ. თუმცა, ეს ასე ნამდვილად არ არის. იმ გარემოსთან შედარებით, რომელშიც ქვემოთ მოცემულ სურათებზე ასახული ადამიანები ცხოვრობენ, ჩვენი გზა, ნამდვილად რომ ია-ვარდებით არის მოფენილი. პატარძლის მოტაცება არის ქვეყნები, მათ შორის ჩვენიც, რომელშიც არც თუ ისე შორეულ წარსულში, საცოლის მოტაცება ერთგვარი, საქორწინო რიტუალის ნაწილი იყო. ხან კი, თუ გოგონას მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, ქალიშვილის სახლიდან გაპარვა, ასევე მოტაცებით ინიღბებოდა და ყველაფერი ისევ ქორწილით სრულდებოდა. მაგრამ ის, რაც ჩვენთვის მხოლოდ რიტუალი იყო, ზოგიერთ რეალობას წარმოადგენს. იქ დანიშნულ გოგონებს იტაცებენ და ქსოვილში გახვეულები მიჰყავთ, რომ საკუთარ სახლში დაბრუნება ვეღარ შესძლონ. სტატისტიკის მიხედვით, ამ გოგონების 80% ძალადობის მსხვერპლი ხდება და მთელს ცხოვრებას მძიმე შრომაში ატარებენ. მცირეწლოვანი ცოლები დღემდე, ზოგიერთ მუსულმანურ ქვეყანაში, ისევ არის არასრულწლოვანი გოგონების, ასაკით ბევრად უფროს მამაკაცებისთვის მითხოვების ტრადიცია. ამ ფოტოზე არასრულწლოვანი გოგონები ქმრებთან ერთად არიან. მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა — რომ საკუთარ ბედს შეეგუონ. ბიჭები, რომლებიც მაღაროში მუშაობენ ეს ბიჭები კობალტის მომპოვებელ მაღაროში მუშაობენ. კობალტი არის ძვირფასი ლითონი, რომელიც ტელეფონებისთვის და სხვა მობილური მოწყობილობებისთვის გამოიყენება. სამწუხაროდ, ამ მეტალის საბადო არც თუ ისე ბევრია – სულ რამდენიმეა და ისიც, აფრიკის ტერიტორიაზე არის. იქ მუშაობენ ბავშვები, რომლებისთვისაც მაღაროში მუშაობა ჩვეულებრივი საქმეა. მათი შრომის ანაზღაურება, ფაქტიურად არა ხდება და არც სხვა ცხოვრება არის მათთვის ცნობილი. რეალურად, ეს არის მონური შრომა, რომელიც ძირითადად, კრიმინალური ავტორიტეტების მიერ კონტროლირდება. პიკი საათი ტოკიოს მეტროში ამ ფოტოს ნახვის შემდეგ, ისევ თვლით, რომ ტრანსპორტი ცუდად დადის თქვენს დასახლებაში? ან იქნებ უკმაყოფილო ხართ გზებზე შექმნილი საცობებით? ნაგვის ზღვა ეს ფოტოსურათი წყნარი ოკეანის ჩრდ. ნაწილში არის გადაღებული. არ იფიქროთ, რომ ეს ნაგავი იმ ხალხის მიერ არის გადაყრილი, რომლებიც ამ სანაპიროებზე ცხოვრობს. ამ «ნაგვის კუნძულების» არსებობა ოკეანის დინებების დამსახურებაა. მაგრამ, მთავარი დამნაშავე მაინც ადამიანია, რომელმაც ეს ნაგავი უადგილო ადგილზე დაყარა. რუკაზე ყვითელი ფერით ნაგავი არის წყლის ზედაპირზე
თუ თქვენ ძვირადღირებული სმარტფონის მფლობელი ბრძანდებით, სავსებით შესაძლებელია, რომ ისეთ ფაბრიკაში არის დამზადებული, რომლებშიც ყველგან ბადეები არის გაკრული. და იცით რატომ? საქმე იმაშია, რომ ფაბრიკებში, რომელშიც სმარტფონებს აწყობენ, თვითმკვლელობის შემთხვევა ძალიან ხშირია. ამის მიზეზი კი, ხანგრძლივი სამუშაო გრაფიკი არის, ფაქტიურად, შესვენების გარეშე – რაც ადამიანებს იმდენად ფიტავს, რომ ისინი მზად არიან ფანჯრიდანაც კი გადახტნენ. ამიტომ, კიბის ყველა უჯრედზე ბადე არის გაჭიმული, ხოლო ფანჯრებზე – გისოსებია. წყალი ქ. ფლინტში, მიჩიგანი (აშშ) ერთი შეხედვით, ამ ბოთლებში ხილის წვენი გეგონებათ, მაგრამ ეს ასე არ არის. ეს არის წყალი, რომელიც ქ. ფლინტის მოსახლეობის სახლის ონკანებში მოდის. საქმე იმაშია, რომ ქალაქის წყალგაყვანილობის მილები უკვე დაძველდა, ხოლო ქალაქის ადმინისტრაცია არ ჩქარობს სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად თანხების გამოყოფას.
რთული დრო პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი საზოგადოებასთან შეხვედრაზე მივიდა. მათ კი ზურგი შეაქციეს, რომ მის ფონზე სელფი გადაეღოთ. ეს არის სამწუხარო სიმართლე: იმის ნაცვლად, რომ ცხოვრებისეულ საკითხებზე იმსჯელონ და იფიქრონ, უმრავლესობისთვის მთავარი მხოლოდ კარგი სელფის გადაღება არის. ქ. მუმბაის (ინდოეთი) გარეუბანი, ნაგვის მთები მილის გასწვრივ ეს ქ. მუმბაის ერთ-ერთი უბანია, ხოლო ეს – მისი გარეუბანი: ამ ქალაქის გარეუბნებში რაღაც საშინელება ხდება. აქედან საერთოდ არასდროს გააქვთ ნაგავი. ადგილობრივი მოსახლეობა კი იძულებულია ნაგავში ბილიკები გაიყვანოს. მაგრამ, ეს ნამდვილად არ არის მათთვის პრობლემა. მთავარი ის არის, რომ ისინი იძულებულები არიან ამ საშინლად მყრალი ჰაერით ისუნთქონ. 15-საათიანი სამუშაო დღე და ასე, კვირაში 7 დღე
ჰარის მაღალი ტემპერატყრა არიზონაში (აშშ) ბევრი ჩვენგანი, ზაფხულში, გაუსაძლის სიცხეებზე საუბრობს და ერთი სული გვაქვს ქალაქიდან გავიქცეთ. მაგრამ, არიზონასთან შედარებით, ჩვენთან ნამდვილი სამოთხეა. ეს შტატი ისედაც ცნობილი იყო, ცხელ სეზონზე ჰაერის მაღალი ტემპერატურებით, მაგრამ წელს ყველა წინა რეკორდი მოიხსნა: მზის გულზე, ტემპერატურა 70 გრადუსამდე ავიდა და ყველაფერმა დნობა დაიწყო, რაც კი პლასტიკატისგან იყო დამზადებული. 339 6-ს მოსწონს
|