სხვა თუ გული გაქვთ, გულგრილობას არ გამოიჩენთ — ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს! 2017, 26 იანვარი, 12:05 როდესაც კოსმეტიკას ან ტკბილეულს ყიდულობთ, რომლის შემადგენლობაშიც პალმის ზეთი შედის, თქვენ ირიბად მაიმუნების ამოწყვეტას ემხრობით. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ ბორნეოზე და სუმატრაზე უამრავი სახეობის ფლორისა და ფაუნის თავშეყრის ადგილი აარის. იქ დაახლოებით 20 000 სახეობის ყვავილოვანი მცენარე, 3 000 სახეობის ხე ხარობს და 300 000 სახეობის ცხოველი ბინადრობს. ამასთან, ყოველ საათში, მალაზიასა და ინდონეზიაში იმ რაოდენობის ჯუნგლები იკაფება, რომ იმ ადგილზე 300 ფეხბურთის მოედნის აშენება შეიძლება. და ეს ყველაფერი – პალმის ზეთის გამო, რომელიც ძალიან იაფია და არც თუ ისე სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. რაც შეეხება პალმის ზეთს, ყოველწლიურად მსოფლიოში, დაახლოებით 50 მლნ. ტ. ზეთი იწარმოება (ნახევარზე მეტი მალაზიასა და ინდონეზიაში) და 12 მლნ. ჰა. (ანუ 120 000 კვ. კმ – შედარებისთვის, საქართველოს ტერიტორიის ფართობი 69 700 კვ. კმ-ია (რედ.)) ტყე იჩეხება. დროთა განმავლობაში, ჯუნგლების აღდგენა ხდება. მაგრამ, ცხოველები რომლებიც იქ ცხოვრობდნენ უკვე ვეღარასოდეს დაბრუნდებიან. 2112 12-ს მოსწონს
|