x
image
მანჩო 777
რას ვჭამთ ჩვენ? - ჩვენთვის კარგად ნაცნობი პროდუქტების წარმოების საიდუმლოებანი
რატომ გამოიყურება ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნუგბარი სწორედ ისე, როგორსაც მივეჩვიეთ? მართლაც ინახავენ თუ არა მათი მწარმოებლები საიდუმლოდ რეცეპტებს? ხომ არ აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს მათ მიერ გამოყენებული ინგრედიენტები? - მოდით, ერთად გავერკვიოთ ამაში.


image

მაშ ასე, დღევანდელი განხილვის საგანია ჩვენთვის კარგად ნაცნობი საკვები პროდუქტების წარმოების საიდუმლოებანი.


რატომ ითვლებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში საღეჭი რეზინის კლასიკად მაინდამაინც ვარდისფერი ფერი? იმიტომ, რომ როდესაც ХХ საუკუნის დასაწყისში ამ პროდუქტის მწარმოებელმა უპოპულარულესმა კომპანიამ Dubble Bubble-მა გადაწყვიტა ფერადი საღეჭი რეზინის გამოშვება, მათ ლაბორატორიაში მხოლოდ ვარდისფერი საღებავი აღმოჩნდა.



image


დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ პრაქტიკულად ყველა ფერის და გემოს საღეჭი რეზინი, მაგრამ საინტერესოა, როგორი გემოს ჰქონდა სულ პირველ რეზინს? - საერთოდ არაფრის. მას აკეთებდნენ თავდაპირველად ფისის, შემდეგ კი კაუჩუკისაგან და შესაბამისად არანაირი გემო არ ჰქონდა. როდესაც აშშ-ში პირველად მოიფიქრეს რეზინის მასისათვის წარმოების პროცესში დაემატებინათ ძირტკბილას არომატიზატორი, ეს ნამდვილი გადატრიალება იყო ამ პროდუქტის წარმოებაში.


image


ახლა ჩვენი ბავშვობის საყვარელი ნუგბარი - ''მამალო'' გავიხსენოთ - ხის ჩხირზე წამოსკუპებული შაქარყინულის მამლაყინწა. გიფიქრით, რატომ მაინდამაინც მამალი და არა სხვა ფიგურა? საინტერესია, რომ ჯერ კიდევ რევოლუციამდე რუსეთის იმპერიის ფარგლებში წარმოებულ ყველანაირ შაქარყინულს - რა ფორმისაც არ უნდა ყოფილიყო ის, ''მამალს'' (петушок) ეძახდნენ. სწორედ ეს სიტყვა გაიხსენეს კერძო საკონდიტრო საწარმოების პიონერებმა 70-80-იან წლებში და შაქარყინულს უკვე მასიურად მიეცა მამლის ფორმა. გამოდის, რომ ეს ერთგვარი ნოსტალგიაც იყო იმ ძველი დროისა.


image


კიდევ ერთი სამამული პროდუქტი გავიხსენოთ: 1960-70-იან წლებში ალბათ ბევრი ფიზიკოსი უხერხულად გრძნობდა თავს, როცა სასურსათო მაღაზიების თაროებზე შოკოლად "რადიუმს" ხედავდა. ჭორებიც კი დადიოდა, რომ ამ კანფეტებს რადიოაქტიურ ნივთიერებებს ამატებდნენ. სინამდვილეში საშიში არაფერი იყო: "რადიუმის" შემადგენლობაში მხოლოდ ნაღების გულსართი და შოკოლადის ჭიქურა-მინანქარი ფიგურირებდა, ხოლო საშიში დასახელება ამ კანფეტებმა მიიღეს საბჭოთა ფიზიკოსების მიმართ პატივისცემის ნიშნად.


image


მოკლედ, გვეყოფა ტკბილეულზე ლაპარაკი... ახლა უფრო სასარგებლო პროდუქტებზე გადავიდეთ: ბევრი მშობელი თავს იმტვრევს იმაზე, როგორ გადააჩვიონ ბავშვები ტკბილეულსა და გაზიან სასმელებს და შეაყვარონ რაიმე სასარგებლო - მაგალითად, ხილი და ბოსტნეული. მათ საშველად მოგვევლინა თანამედროვე კულინარების გამოგონება - გაზირებული ხილი. ამ ტკბილეულს ხილისა და მშრალი ყინულის გამოყენებით აკეთებენ.

ამ უცნაური ექსპერიმენტის შედეგია-ხილი და ლიმონათი ერთ შეფუთვაში.


image


რატომ აქვთ კრემიან ფუნთუშებს ცარიელი ადგილი შუაში? - მხოლოდ სილამაზისათვის? სრულებითაც არა - ეს ფორმა უკეთესი გემოს გარანტია -ასეთი ფორმის ფუნთუშა გულს უკეთესად იცხობს და უფრო გემრიელია.


imageრატომ იყიდება ნაღების კარაქი ფოლგის ან პერგამენტის შეფუთვაში? - იმიტომ, რომ ის იოლად იღებს ახლოს მყოფი სხვა პროდუტების არასასიამოვნო სუნს და შესაფუთი მასალა მას იცავს ამისაგან.


image


ბევრი ადამიანი კარაქს ჯანსაღ და უვნებელ პროდუქტად თვლის, მარგარინისაგან განსხვავებით. სინამდვილეში-ეს სულაც არაა ასე. უბრალოდ ნამდვილ კარაქში არის მხოლოდ ცხოველური ცხიმები, ხოლო მარგარინში- ძირითადად მცენარეული. ასე რომ კარაქში ქოლესტერინი გაცილებით მეტია, ვიდრე მარგარინში, თუმცა სამაგიეროდ ეს უკანასკნელი საკმაოდ ბევრ მავნე, გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს და ტრანსცხიმებს შეიცავს. მოკლედ-არჩევანი თქვენზეა.


image


კიდევ ერთი რამ კარაქის შესახებ - თუ გსურთ, ნამდვილად შეიგრძნოთ მისი გემო, სასურველია მირთმევამდე ნახევარი საათით ადრე გამოიღოთ მაცივრიდან. ცნობილია, რომ ძალიან ცივი კარაქის ჭამის დროს მისი გემო თითქმის არ იგრძნობა.


image


დიასახლისებს ალბათ ხშირად გიცდიათ სახლის პირობებში შესქელებული რძის (სგუშონის) მოხარშვა. ეს მეთოდი განსაკუთრებით პოპულარული იყო მისი დეფიციტის წლებში. ალბათ ბევრს გაგახსენდებათ არასასიამოვნო ფაქტი, როდესაც "სგუშონკა" აფეთქებულა და კარგა გვარიანადაც შეუშინებიხართ. მაინც რატომ ფეთქდება ის სახლის პირობებში მოხარშვის დროს და არა საწარმოო პროცესში?-იქნებ გგონიათ, რომ მას ჯერ ხარშავენ და მერე ასხამენ ქილებში? -სულაც არა, ფაბრიკებში "შესქელებული რძე'' ზუსტად ისევე იხარშება, როგორც სახლში, ერთი განსხვავებით: იქ ეს პროცესი სპეციალურად დაცულ ქვაბებში-ავტოკლავებში მიმდინარეობს, სადაც ტემპერატურის და წნევის მკაცრი კონტროლი ხდება, ამიტომ არ გაქვს ბათქა-ბუთქი ქილებს.


image



მართლა შედის თუ არა "კოკა-კოლას"შემადგენლობაში "კოლას" ფოთლების ექსტრაქტი?- ყოველ შემთხვევაში, მისი წარმოების საწყის ეტაპზე ნამდვილად შედიოდა, მაგრამ ХХ საუკუნის დასაწყისში, როცა ამ ფაქტმა საყოველთაო უკმაყოფილება და საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია, კომპანიის მესვურებმა განაცხადეს, რომ ამის შემდეგ სასმელში მხოლოდ საგულდაგულოდ გადამუშავებულ, ყოველგვარი ნარკოტიკისაგან თავისუფალ ფოთლებს გამოიყენებდნენ. შედის თუ არა სასმელის შემადგენლობაში რაიმე საიდუმლო ინგრედიენტი-ეს დღემდე უცნობია, რადგან "კოკა-კოლას" სრული რეცეპტი მკაცრად გასაიდუმლოებულია და კომპანიის სეიფში ინახება.



image



7
482
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
482
  
2016, 6 ივლისი, 23:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 16 ივნისი, 7:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2016, 15 ივნისი, 23:35
ხილის ტორტებს არ ჭირდება სგუშონკა, ისედაც გემრიელია:)
2016, 15 ივნისი, 19:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი მანჩო 777-ის კომენტარზე
2016, 14 ივნისი, 22:58
და ნამცხვრები მოხარშული "სგუშონკით":)
2016, 14 ივნისი, 22:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7