x
image
ციცი
Mediator image
"მიხარია რომ ნინა გამოჩნდა, იმიტომ რომ განსაკუთრებულია!"- ნინა სუბლატის გუნდის კიდევ ერთი წევრი გამოეთიშა "იქს ფაქტორს"-"შემდეგი ორშაბათიდან ბევრი ინდივიდუალიზმი დააკლდება საქართველოს!"

image
ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ შოუს "იქს ფაქტორ"-ს მეოთხე "ლაივ-კონცერტზე" კიდევ ერთი ძლიერი მონაწილე გამოეთიშა. აუტსაიდერებში ნინა ყიფშიძე და დათუნა ლაზარაშვილი მოხვდნენ. მენტორთა გადაწყვეტილებით პროექტი დატოვა ნინა ყიფშიძემ, ხოლო დათუნა ლაზარიშვილი პროექტში დარჩა! უძლიერესი ხმის მქონე გოგონა ნინა სუბლატის გუნდის ერთადერთი წევრი იყო. ნინა მესამედ მოხვდა აუტსაიდერებში, ჟიურიმ ორჯერ გააკეთა არჩევანი ყიფშიძის სასარგებლოდ, მესამედ კი უკვე პროექტის დატოვება მოუწია. მისი მენტორი, ნინა სუბლატი სოციალური ქსელის საშუალებით ყველას დიდ მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნინა ყიფშიძემ პროექტი დატოვა, ეს მაინც არ არის დრამატული ამბავი, რადგან იგი განსაკუთრებულია და მთავარი მისი გამოჩენა იყო:

"მეგობრებო, დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩემ ნინას მხარი დაუჭირეთ! სამწუხაროა, რომ მან დღეს პროექტი დატოვა, თუმცა ამასთან ერთად, საერთოდ არ არის სამწუხარო და დრამატული ეს ამბავი! ზოგადად მიხარია რომ ნინა გამოჩნდა, იმიტომ რომ განსაკუთრებულია! შემდეგი ორშაბათიდან ბევრი ინდივიდუალიზმი დააკლდება საქართველოს, და ინდივიდუალიზმი და შენი შინაარსის გამოხატვა და გადმოცემა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რეალობაში, ვიდრე რაღაცის კარგად და სუფთად შესრულება; ლოგიკურია, სიმღერის კარგად მღერა რომ
ასეთი დაუძლეველი მოცემულობა იყოს ადამიანებისთვის, ახლა რომ დედამიწის მინიმუმ 50% კარგად მღერის, ეგ ასე არ
იქნებოდა; ჯერ მარტო ის ფაქტია ამის დასტური, რომ ამ პატარა
საქართველოში ამდენი კარგი მომღერალია! აი, ინდივიდუალიზმი და განსაკუთრებულობა კი ნამდვილად დაუძლეველი მოცემულობაა, რომელსაც რომ გადააკვდე მაინც ვერ გამოიმუშავებ - ან გაქვს, ან არ გაქვს. მე ვფიქრობ, რომ როგორც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არტისტი - ზემფირა ვერ გამოხატავდა თავის თავს კონკურსში, იგივე ამბავია ნინასთან დაკავშირებითაც; და სწორედ იმიტომ არ მწყდება გული, რომ ვიცი, როგორც ზემფირასთვის არაფერი იქნებოდა კონკურსიდან გავარდნა, ისეთივე არაფერი იქნება ნინასთვისაც ეს ყველაფერი! აი ნახეთ, 2-3 წელში რა ფანტასტიკა და ტიტანი იქნება ეს გოგო! ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი რეიტინგული სერიალისთვის საუნდტრეკი ჩაწერა, ახლა კიდე სხვა რაღაცისთვისაც წერს... She's that Gal! ნინა იყო და წარუმატებელი ეგეთი არ ვიცი მე! "

imageimageimage


image

1
272
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
272
  
2016, 14 ივნისი, 12:16
ძალიან კარგი შეფასებები აქვს ნინას ზოგადად,ძალიან კარგად აყალიბებს თავის კომენტარ კონკურსანტის მიმართ.არ მომწონს ზოგადად სტილი მისი,ამდენი ტატუ,პირსინგი და ზოგადი აზროვნება ამ ცხოვრებაზე მისი ,მაგრამ მსიამოვნებს როცა ვუსმენ როგორ აფასებს კონკურსანტს,სხვებისგან განსხვავებით მის ირგვლივ დირექტორები რო ქვიათ და განათლებულობაზე თავს რომ დებენ...
0 1 1