x
image
მანჩო 777
აშშ–ს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი მასიური ჩახოცვა წუხელ განხორციელდა (+ ვიდეო)
წუხელ, ღამის ორ საათზე ფლორიდაში, კერძოდ – ორლანდოს ერთ–ერთ ღამის გეი–კლუბში სახელწოდებით Pulse ავღანელი წარმოშობის ამერიკელის, 29 წლის ომარ სედიკე მატინის მიერ ჩაცხრილული იქნა 50 ადამიანი, კიდევ 23 ადამიანი მძიმედაა დაჭრილი.


image

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მომხდარ დანაშაულს ტერორისტული აქტის სტატუსი უკვე მიანიჭა.



image


ორლანდოს გეი-კლუბ Pulse-ში მომხდარ მკვლელობას უკვე უწოდებენ ყველაზე მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. მოძალადე მოკლული იქნა ძალოვნების მიერ განხორციელებული ორმხრივი სროლის დროს.


წინასწარი ვერსიებით, კვირა ღამეს ამერიკელი მოქალაქე ომარ მატინი, რომელიც წარმოშობით ეთნიკური ავღანელია, გეი-კლუბში შეიჭრა და სროლა ატეხა. უამრავი ადამიანის დახოცვის შემდეგ მან ბარიკადები მოაწყო მძევლებად აყვანილი ადამიანებით და ასე იცავდა თავს ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადებული სპეც-რაზმის შეტევისაგან.


image


ის, თუ რა ხდებოდა კლუბში რამოდენიმე საათის განმავლობაში და რა მოტივებით სარგებლობდა ბოროტმოქმედი, ჯერჯერობით გამოკვლეული არაა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ინციდენტის დროს კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა Pulse-ის ფეისბუკის გვერდზე დაწერა მოწოდება: "ყველამ დატოვეთ Pulse, თან სასწრაფოდ! გაიქეცით აქედან!!!"- აი, ასეთი მოწოდება გააჟღერა მან.



image


ტერორისტული აქტის მიზეზად ხან ჰომოფობია სახელდება და ხან მკვლელის ისლამურ ხალიფატთან (ჯერ–ჯერობით დაუსაბუთებელი) კავშირები. ყოველ შემთხვევაში, ISIS–მა უკვე აიღო თავის თავზე ეს სისხლისღვრა, რომელიც აშშ–ს ისტორიაში ყველაზე მასიურია, ჩადენილი ერთი სუბიექტის მიერ. წინა, 2007 წლის სამწუხარო რეკორდი, ვირჯინიაში, პოლიტექნიკურ სასწავლებელში განხორციელებული 32 სტუდენტის და პედაგოგის მკვლელობა იყო.




1
1009
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1009
  
2016, 13 ივნისი, 11:34
დაერივნენ პიდორებს. ვირაც შლანგი გამოდის და იძხის რო ისლამი მსვიდობის რელიგიაა თუ რაღაც მართალია ისლამი მსვიდობას ქადაგებს მაგრამ როგორც წესი მას არავინ კითხულობს. რადიკალები ყველგან ყველაფერს აფუჭებენ. რაც შეეხება ფაქტს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ცუდია მაგრამ პედორები დედამიწის ჭირია და არაუშავს
0 1 1