x
image
მანჩო 777
მედიცინის დები, რომლებიც სერიულ მკვლელებად იქცნენ ანუ რატომ არის საავადმყოფო სახიფათო ადგილი
მედიცინის და - ამ სიტყვის გაგონებაზე თვალწინ წარმოგვიდგება სანდომიანი, კეთილი, თოვლივით თეთრ ხალათსა და ქუდში გამოწყობილი თბილად მომღიმარი ქალბატონები, რომლებიც ალერსითა და მზრუნველობით უვლიან პაციენტებს, თუმცა როგორც ჩანს, ყველა მათგანი როდი გამოირჩევა გულმოწყალებითა და ლმობიერი ხასიათით - ისტორიაში ცნობილია შემთხვევები, როცა მოწყალების დები საშიშ მონსტრებად და პირსისხლიან სერიულ მკვლელებად მოგვევლინენ.

დღეს მინდა რამოდენიმე მათგანზე გიამბოთ.


დანიელა პოგიალი



image
ამ იტალიელ მედიცინის დას მეტსახელად "სიკვდილის ანგელოზი შეარქვეს". მას ბრალი წაუყენეს 96 პაციენტის მკვლელობაში. ეს ბოროტმოქმედება მან 2013-1014 წლებში ჩაიდინა. დანიელა კლავდა მძიმე ავადმყოფებს ნარკოტიკის დიდი დოზით და თქვენ წარმოიდგინეთ, სელფისაც კი იღებდა გარდაცვლილებთან. სასამართლომ დანიელა პოგიალის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.


ჩარლზ კალენი


image

ექთნად მუშაობის 16 წლის განმავლობაში კალენმა 300-მდე პაციენტს მოუსწრაფა სიცოცხლე. ჩარლზი ავადმყოფებს დიოქსინის სასიკვდილო დოზას უკეთებდა. სასამართლოზე მკვლელმა განაცხადა, რომ ამას ის მხოლოდ გულმოწყალების მიზნით სჩადიოდა. კალენს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა გათავისუფლების ყოველგვარი შანსის გარეშე.


ემი არჩერ-ჯილიგენი


image

ემი მუშაობდა კონექტიკუტის ერთ-ერთ კერძო სანატორიუმში. ის ჩუმად უყრიდა პაციენტებს საჭმელში დარიშხანს, რის გამოც 60-ზე მეტი ავადმყოფი გარდაიცვალა. აღასანიშნავია, რომ ზუსტად ამგვარად მოუსწრაფა ემიმ სიცოცხლე თავის 5 (!) ქმარს, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც მათ ანდერძი ცოლის საასრგებლოდ შეადგინეს.


ჰენინ ჯონსი


image

ჰენინ ჯონსმა სახელი გაითქვა ახალშობილების მკვლელობით. ის ექსპერიმენტებს ატარებდა, თუ როგორ შეიძლებოდა ბავშვების კრიტიკული მდგომარეობიდან გამოყვანა. ამისათვის ჯონსი მათ უკეთებდა დიოქსინს და შემდეგ საკუთარ თავს უწყობდა გამოცდას - გადაარჩენდა თუ არა კომაში ჩავარდნილ ბავშვს. თავისი მუშაობის 13 წლის განმავლობაში ჰენინმა ამ გზით 80-ზე მეტი ახალშობილი გამოასალმა სიცოცხლეს.


ბენჯამენ გინი


image

ბენჯამენ გინი პოლიციამ 2004 წლის ოქტომბერში დააკავა მას შემდეგ, რაც მისი პაციენტების საეჭვოდ დიდი რაოდენობა დაიღუპა გულის უკმარისობით. დაკავების დროს გინს ჯიბეში ინექციის სასიკვდილო დოზა აღმოუჩინეს. ბენჯამენს სიამოვნებას ანიჭებდა იმის ყურება, თუ როგორ ახდენდენ პაციენტიების რეამინირებას, თუმცა მის მიერ გაკეთებული ინექციების წყალობით ავადმყოფების დიდი რაოდენობის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცივსისხლიანი ექთნის ხელით 200-მდე ადამიანი დაიღუპა.

4
639
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
639
  
2015, 23 სექტემბერი, 17:03
აი ეგ ნამდვილად არ ვიცი, ალბათ არ გადიან ფსიქოტესტს, ან შეიძლება დროთა განმავლობაში იჩენს ფსიქოლოგიური პრობლემები თავს, მითუმეტეს მედიცინაში იმდენ სტრესს განიცდიან ავადმყოფების შემხედვარე, ჩემი ნერვები რომ ვიცი ამიტომაც არ ჩავაბარე სამედიცინოზე, თორემ არაა გამორიცხული მათზე უარესად მე შევშლილიყავი ჭკუიდან
2015, 23 სექტემბერი, 16:54
მაგაში მართალი ხარ..მაგრამ ფსიქიურად გაუწონასწორებელ ადამიანებს რატომ ღებულობენ მედიცინის დებად? :(
2015, 23 სექტემბერი, 16:42
გული შემიწუხდა, ვინმესთვის სისცოცხლის წართმევამ როგორ უნდა მოგანიჭოს სიამოვნება წარმოუდგენელია ჩემთვის, ალბათ ფსიქიკური პრობლემები თუ ჰქონდათ თორემ ნორმალური ადამიანი ნებით ასეთ სისასტიკეს ალბათ ვერ ჩაიდენს.
2015, 17 სექტემბერი, 10:57
არავის უნდა ენდო,ვერავის
0 1 4