სისხლის სამართალი ახალგაზრდა ბიჭს საპირველაპრილო ხუმრობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა 2016, 19 აპრილი, 23:44 შემთხვევა, რომელიც რამოდენიმე დღის წინ ნიუ-იორკში მოხდა, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ შეყვარებულ ქალთან ხუმრობა, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე ხელის თხოვას ეხება, არამც და არამც არ შეიძლება.
''ნიუ-იორკის პოლიციამ დააკავა 31 წლის ლიზ ესტევესი, რომელსაც ბრალი ედება თავისი ბიოფრენდის, 25 წლის რეი ჯორდანის სიკვდილში, ''- იუწყება Healing Bright. ახალგაზრდა მამაკაცი გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი მძიმე ჭრილობით გარდაიცვალა. პოლიცია შეთხვევეის ადგილზე გარდაცვლილი ჭაბუკის მეზობლების მიერ განხორციელებული სატელეფონი ზარის შემდეგ გამოცხადდა. მეზობლებმა გაიგონეს სროლის ხმა და განგაში ატეხეს. მოკლული ყმაწვილის გვერდით პოლიციამ ბეჭდის ცარიელი კოლოფი იპოვა, რომელშიც იდო ფურცელი წარწერით: ''დღეს პირველი აპრილია''. თავად ლიზა იმ დროს, როცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, სააბაზანო ოთახში იყო, მშვიდად იღებდა აბაზანას და თან YouTube-ზე უყურებდა ვიდეოს სახელწოდებით: "როგორ გადავმალოთ გვამი?" 732 12-ს მოსწონს
|