
სახლის მცენარეების ძირითადი დანიშნულება – თვალის გახარება და ჰაერის გაწმენდა არის. მაგრამ, არსებობენ მცენარეები, რომლებსაც მხოლოდ სარგებელი არ მოაქვთ – ზოგიერთ მათგანს ზიანის მოტანაც შეუძლია.
აქ წარმოგიდგენთ მცენარეებს, რომლებიც ერთნაირად სახიფათოა, როგორც შინაური ცხოველების, ისე ადამიანებისთვის.
ნარცისი
მცენარის ბოლქვები შეიცავს ნარცისინის ალკალოიდებს და ასევე მწარე ნივთიერებას, რომლის გამოც, მისი გემო ძალიან ჰგავს ხახვის გემოს, ხოლო ვიზუალურად, ხახვისგან არ განსხვავდება. ბოლქვების საკვებად გამოყენების შემთხვევაში (ასეთი ფაქტები დაფიქაირებულია), მინიმალური, რაც შეიძლება ადანიანს დაემართოს – გულისრევის შეგრძნება და დიარეა არის.
დიდი რაოდენობით მოხმარების შემთხვევაში, ეს მცენარე, იწვევს სპაზმებს ყელში, ძლიერ ოფლიანობას, გონების დაბინდვას, კოლაფსს და დამბლას.
სპატიფილიუმი
ამ მცენარეს «ქალის ბედნიერებასაც» ეძახიან, მაგრამ, ალბათ, ბევრმა არ იცის, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში. მინიმალური ზიანი – პირის ღრუს გასიება არის, მაქსიმალური – სიკვდილი. ამიტომ, სპატიფილიუმი მოარიდეთ პატარა ბავშვებს და შინაურ ცხოველებს, ხოლო თუ მისთვის დაზიანებული ფოთლების მოჭრას გადაწყვეტთ, რეზინის ხელთათმანები გაიკეთეთ.
ოლეანდრი
ამ მცენარისგან თავი შორს უნდა დაიჭირონ ადამიანებმა და მოარიდონ მას შინაური ცხოველები და პატარა ბავშვები. მცენარეს მხოლოდ ხელთათმანებით უნდა მოუარონ და მანიპულაციების ჩატარების შემდეგ, ხელები კარგად უნდა დაიბანონ. ამ მცენარის წვენს და ფესვებს შეუძლია გამოიწვიოს: მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, სისხლიანი დიარეა, გულისცემის აჩქარება. მოგვიანებით, ხდება, გულისცემის და წნევის დაცემა და გულის გაჩერება.
დიფენბახია
ეს მცენარე სახიფათოა შხამიანი წვენის გამო. იმ შემთხვევაში, თუ მისი რძის მაგვარი სითხე ადამიანის კანზე მოხვდება, ძლიერ გაღიზიანებას იწვევს, მაგრამ ყველაზე სახიფათო, მისი “რძე", თვალის ლორწოვანი გარსისთვის და პირის ღრუსთვის არის. ის სიბრმავეს და ენის გასიებას იწვევს, ამასთან, ადამიანს მეტყველების უნარიც ეკარგება დროებით.
დიფენბახია განსაკუთრებით სახიფათოა შინაური ცხოველებისთვის და პატარა ბავშვებისთვის, რომლებმაც შეიძლება მისი ფოთოლი პირში ჩაიდონ და დაღეჭონ. ორგანიზმში მოხვედრილი მცენარის წვენი ხახის გასიებას, სუნთქვის შეკავებას და გაგუდვას იწვევს.
სუმბული
ყველაზე სახიფათო ამ მცენარეში, მისი ბოლქვები და წვენი არის. სუმბულის მხოლოდ ერთ ბოლქვს შეუძლია სერიოზული პრობლემა შეუქმნას გულ-სისხლძარღვთა სისტემას და თირკმელებს. თუ ძაღლი ან კატა ამ მცენარეს დააგემოვნებს, ის დაიღუპება.
ზამბახი
ეს მცენარე ერთნაირად სახიფათოა როგორც ბავშვებისთვის, ისე დიდებისთვის. მისი ყვავილი, ალერგიით დაავადებულ ადამიანებში, ისეთ სიმპტომებს იწვევს, როგორიც ციებისთვის არის დამახასიათებელი: ღებინება და მაღალი ტემპერატურა.
ინგლისური სურო
განსაკუთრებით საციფათო მცენარეა როგორც ცხოველებისთვის, ისე ადამიანებისთვის. სუროს ფოთლებთან შეხებითი კონტაქტი ალერგიას იწვევს, ქავილის და გამონაყარის სახით. გარდა ამისა, რთულდება სუნთქვაც. იმ შემთხვევაში, თუ შხამიანი მცენარე ორგანიზმში მოხვდება, ადამიანებს ეწყებათ: ჰალუცინაციები, კრუნჩხვებ, ციება და შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.
ალოე ვერა
ალოე ვერა დადებით ეფექტს იძლევა გარეგანი დაზიანებისას გამოყენების დროს. რასაც ვერ ვიტყვით, მის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაზე. ის კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას იწვევს და განსაკუთრებით სახიფათო შინაური ცხოველებისთვის არის.
ჰორტენზია
ამ მცენარის სახლში გაჩერება ძალიან სახიფათოა. მისი ყვავილის შეჭმის (ბავშვები და შინაური ცხოველები იგულისხმება) შემთხვევაში, დიარეა გარანტირებული არის. ყველაზე სავალალო, რაც შეიძლება მოხდეს — კომაა.
სანსევერია
ამ მცენარის წვენი ტოქსიკურია. ამიტომ, სანსევერია ბავშვებს უნდა მოარირიდოთ. მისი წვენი ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, გამოიწვევს ყელის ტკივილს, დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას და ღებინებას.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
ალერგიული რეაქციის გამომწვევი სახლის მცენარეები
http://intermedia.ge/სტატია/73440-ალერგიული-რეაქციის-გამომწვევი-სახლის-მცენარეები/2/
კატებისთვის მავნე, საშიში და შხამიანი სახლის მცენარეები და პირველი დახმარება მოწამვლის შემთხვევაში
http://intermedia.ge/სტატია/73650-კატებისთვის-მავნე-საშიში-და-შხამიანი-სახლის-მცენარეები-და-პირველი-დახმ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
ნატურალური სასუქი ოთახის ყვავილებისთვის
http://intermedia.ge/სტატია/72289-ნატურალური-სასუქი-ოთახის-ყვავილებისთვის/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
როგორ უნდა შევარჩიოთ ოთახის მცენარეები, რომ სახლში ყოველთვის სუფთა ჰაერი იყოს
http://intermedia.ge/სტატია/72594-როგორ-უნდა-შევარჩიოთ-ოთახის-მცენარეები-რომ-სახლში-ყოველთვის-სუფთა-ჰაერ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
სახლში რომ ყოველთვის ზაფხული იყოს. ყვავილები, რომლებიც მთელი წლის მანძილზე ყვავის
http://intermedia.ge/სტატია/73320-სახლში-რომ-ყოველთვის-ზაფხული-იყოს-ყვავილები-რომლებიც-მთელი-წლის-მანძილ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
ია მარტოობის ყვავილია? ლეგენდა შექმნის და მისი სასარგებლო (ფერების მიხედვით) თვისებების შესახებ
http://intermedia.ge/სტატია/74988-ია-მარტოობის-ყვავილია-ლეგენდა-შექმნის-და-მისი-სასარგებლო-ფერების-მიხედ/107/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
ადვილად მოსავლელი სახლის ყვავილები
http://intermedia.ge/სტატია/72361-ადვილად-მოსავლელი-სახლის-ყვავილები/167/user:ლალი%20ადიკაშვილი:show:channel
ძირითად საშიშროებას კი ის წარმოადგენს, რომ დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ალოე მოწამვლას იწვევს, რასაც თან ერთვის დიარეა (ფაღარათი), კუჭის გარსის ანთება და მუცლის ტკივილი, იშვიათ შემთხვევაში – ნეფრიტს. და ყველაზე მთავარი: ალოე არ შეიძლება ფეხმძიმობის პერიოდში, რადგან ის ნაყოფის მოცილების პროვოცირებას იწვევს.
რაც შეეხება ალოეს გამოყენებას, შემდეგი წესების დაცვა არის საჭირო: არ შეიძლება მცენარის წვენის მოხმარება, თუ ის მინიმუმ 3 წლის მაინც არ არის. მხოლოდ ქვედა ფოთლების გამოყენება შეიძლება, რომელიც მოჭრის წინ უნდა გაწმინდოთ (არ გარეცხოთ). მოჭრილი ფოთოლი პირსახოცში უნდა გაახვიოთ და 2 კვირით მაცივარში შეინახოთ, რომ მასში ბიოსტიმულატორული ნივთიერების გამომუშავება მოხდეს. მაცივრიდან გამოღების შემდეგ, ხორცის საკეპ მანქანაში უნდა გაატაროთ და მარლაში გაწუროთ. მიღებული წვენი დიდ ხანს რომ შეინახოს, 8 წილ წვენზე, 2 წილი სამედიცინო სპირტი უნდა დაამატოთ და მაცივარში მოათავსოთ დახურული მინის ჭურჭლით.