საზოგადოება "საკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს ვგავარ,საწოლიდან ვეღარ ვდგები და მუდმივად გონების დაკარგვის საშიშროებაა" 2016, 31 მაისი, 9:17 გია მაისაშვილმა ურთულესი ოპერაცია გაიკეთა და პირობა დადო, რომ 40 დღე იშიმშილებდა.წარმოგიდგენთ მის საკუთარ ფეისბუქ გვერძე გამოქვეყნებულ სტატუსს : "სიხარულით თვალები ცრემლით მევსება როდესაც თქვენს სიყვარულითსავსე კომენტებს ვკითხულობ, მაპატიეთ პასუხის გაცემა არ შემიძლია. სკონცენტრაციო ბანაკის პატიმარს ვგავარ 85 კილოდან 65 კილოზე ჩამოვედი. 31 დღე სრული შიმშილობისა მხოლოდ წყალი, რომლის დანახვაც კი აღარ მინდა, დასრულებულია. აი, ასე გამოვიყურები. ძალა გამოცლილი, მენატრება მჭადი და ყველი და ეკალა ნიგვზიანი ძმრით. გონება 24 საათი როგორც იდეებისუწყვეტი გენერატორი ისე მუ შაობს. არ მეგონა თუ ადამიანს ამდენი შეეძლო, ამიტომ ჩემიანების წახალისებით ამ დილას გადავწყვიტე 40 დღიან სააკრალურ ნიშნულზე გასვლა, ახლა იწყება მთავარი სულიერი ტრანსფორმირება და ეს დრამატული პროცესი უნდამივიყვანო 9 ივნისამდე, 40 დღე, ერთი თვე და ათი დღე სრული შიმშილობისა. საათებს ვითვლიდი, ახლა კი მშვიდად ვარ ველი 9 ივნისს გამარჯვებას თქვენთან ერთად. ერთად ერთი ფიზიკური მდგომარეობა განუწყვეტლივ იცვლება, საწოლიდან ვეღარ ვდგები და მუდმივად გონების დაკარგვის საშიშროებაა, გულის რევის განცდაა მუდამ და გაბუწყვეტელი თავის ტკივილი. მაგრამ როდესაც ასეულ ათასი მლოცველი გყავს და გამარჯვების რწმენით სავსე ხარ იცი რომ 9 ივნისამდეც მიხვალ და გპირდებით პირველს, რასაცგავაკეთებ, ამ 40 დღიანი დრამატული ეპოპეის წიგნად აღწერილს შემოგთავაზებთ. თქვენი სიყვარული ფრთებს მასხავს და მაგულიანებს. მეტი წერა აღარ შემიძლია. დროებით."ასევე შეგახსენებთ მის წინა სტატუსს : "საკუთარი განსაცდელით მატრაკვეცობა არ მსურდა და არ ვწერდი არაფერს, მაგრამ ამდენი სიყვარულისა და მოკითხვის ფონზე უმადურობა არ მსურს და გადავწყვიტე გაგიზიაროთ ის რასაც განვიცდი. 11 დღეღა დარჩა მძიმე შიმშილობის ბოლომდე მისაყვანად. გამარჯვების დღე 31 მაისია. რესურსი თითქმის სრულიად გამოიცალა, მხოლოდ სულიერი ენერგიის ამარაღა ვარ. სრული მობილიზება მჭირდება ამ პოსტის დასაწერად, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს გაზიარების. 755 9-ს მოსწონს
|