x
image
ციცი
Mediator image
ცნობილი გახდა ქართველი გოგონას ვინაობა, რომელიც რობი უილიამსმა სცენაზე აიყვანა.
image

ცნობილი მსოფლიო ვარსკვლავი, ბრიტანელი მუსიკოსი რობი უილიამსი თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ჩამოვიდა და "დინამო არენაზე" გრანდიოზული კონცერტი გამართა. მან სცენაზე მთელი ენერგია დახარჯა და ქართველ მაყურებელს გული გაუხარა. რობი კონცერტის დროს მუდმივ კომუნიკაციაში იყო მსმენელთან და იგი გაოცებას ვერ ფარავდა, როდესაც ქართველი მსმენელი მის თითქმის ყველა სიმღერას აჰყვა. რობი ნამდვილად ძალიან კმაყოფილი დარჩა საქართველოში ჩამოსვლით და მისი თქმის დიდი იმედი აქვს, რომ კვლავ დაბრუნდება საქართველოში.

42 წლის რობი უილიამსს ყველა ქვეყანაში სცენაზე ყოველთვის აყავს ერთ-ერთი მაყურებელი გოგონა და მისთვის ასრულებს ხოლმე სიმღერას. იგი ყველგან სხვადასხვაგვარ ხერხს მიმართავს. მაგალითად უნგრეთში, მან სცენაზე ქერათმიანი გოგონა აიყვანა, რომელმაც რობის ავტოგრაფი სთხოვა "უკანალზე" და რობიმ ეს თხოვნა შეუსრულა, შემდეგ კი ზემოთ აღნიშნულ ადგილზე აკოცა კიდევაც. ამ ფაქტმა ყველა შოკში ჩააგდო, თუმცა რობისგან გასაკვირიც აღარაფერი აღარაა. imageimage
თბილისში გამართულ კონცერტზეც რა თქმა უნდა აიყვანა სცენაზე გოგონა, სახელად მარი და დაჩოქილმა შეასრულა მისთვის სიმღერა. რობიმ ყველაზე ცნობილი ჰიტი იმღერა ქართველი ფანისთვის-"She is the one". ვინაიდან აღმოჩნდა, რომ მარი გათხოვილი იყო და მისი მეუღლეც იმყოფებოდა კონცერტზე, მან ბოდიში მოუხადა მარის ქმარს და სიმღერა გააგრძელა. საბოლოოდ კი მარისგან ჩახუტება დაიმსახურა.

მთელ საქართველოს აინტერესებდა გოგონას ვინაობა და როგორც იქნა გაირკვა...


რობის რჩეული მარიამ უცუნაშვილია. მისი ვინაობა კი მისი მეუღლის, გიორგი ხუციშვილის "ფეისბუქიდან" გახდა ცნობილი. ამაყმა მეუღლემ ცოლს პირად გვერდზე ვიდეო გამოუქვეყნა, სადაც რობი დაჩოქილი უმღერის მარის.


ახლა კი, მოდით ვნახოთ მარიამის პირადი ფოტოები.

imageimageimageimage

image

3
2656
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
2656
  
რა ბედნიერებაა სიმონ...რა სიხარული...... ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ....
2016, 30 მაისი, 12:36
ვინცხაა ბუჯო რაიკომის მდივანიო?
2016, 29 მაისი, 18:57
პური და სანახაობა ვაშააააააა. პური ბუა ნაციონალებმა შეჭამეს და ოცნების გადამკიდე შეგვრჩა სანახაობა. რა გადაგვაყოლეთ ამ ერთ პიდარასტს? აღარ უნდა დამთავრდეს? გონაშვილის ქვეყანაში ვიღაც გადამთიელს აღმერთებთ. "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ" მე არ მითქვია მაგრამ ვინც თქვა სრულიად ვეთანხმები სამწუხაროდ.
0 1 3