x
image
მოზამბიკელი
ჩვენი საყვარელი სოუსი-"მაიონეზი" 260 წლისაა!
28 მაისი ყველასათვის საყვარელი და გემრიელი სოუსის-მაიონეზის დაბადების დღეა!

ამ დღეს, 1756 წელს, საფრანგეთის ქალაქ მაონში, პირველად დამზადდა მსოფლიოში

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოუსი- მაიონეზი.

მისი შექმნის ისტორია კი ასეთია: შვიდწლიანი ომის განმავლობაში საფრანგეთსა და


ინგლისს შორის (1756-1763), ბრიტანეთმა საფრანგეთის მიწების ოკუპაცია მოახდინა.

ჰერცოგ რიშელიეს საკვები პროდუქტების პრობლებლემა შეექმნა, რადგან ჯარს მხოლოდ კვერცხის ჭამა ყელში ამოუვიდა. რაც იმ დროისთვის პროდუქტი გააჩნდათ იყო მხოლოდ მცენარეული ზეთი, კვერცხი და ლიმონი.

ერთმა მზარეულმა გადაწყვიტა ერთმანეთში აერია ეს ინგრედიენტები და შედეგად

უგემრილესი სოუსი მიიღო, რომელსაც სახელად "მაიონეზი" ეწოდა, სახელწოდება

ქალაქის სახელიდან მაონიდან მომდინარეობს.

ასე შეიქმნა უგემრიელესი და ყველაზე საყვარელი სოუსი.

ალბათ ცოტა ოჯახი თუ არსებობს, სადაც ეს უგემრიელესი სოუსი სუფრასა და კერძებს

არ ამშვენებს.

image


ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთათვის მაიონეზი ყველაზე შესაფერისი სიუსია.

იგი ნებისმიერ კერძს უხდება და გაცილებით გემრიელს ხდის, მისი საშვალებით

შეგვიძლია ჩვენი საყვარელი კერძი მეტად მრავალფეროვანი და გემრიელი გავხადოთ.

ის არის ცივი სახეობის სოუსი, რომელიც მზადდება მცენარეული ზეთისგან, კვერცხის

გულისგან, ასევე ძმარი (ლიმონის წვენი), შაქარი, მარილი, მდოგვი და სანელებლები.


image



გავრცელებულია აზრი, რომ მაიონეზი საზიანოა ჯანმრთელობისთვის, თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან მასში 60 % მცენარეული ზეთია, იმისთვის რომ გაუმჯობესდეს თქვენი მომნელებელი სისტემა, საკმრისია დღეში ერთი კოვზი მაიონეზი

მიირთვათ.

ერთი კოვზი მცენარეული ზეთის დალევა ცხდაია იოლი საქმე არაა, მაიონეზი კი

საჭირო დოზას მოგაწვდით.


image

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაიონეზის დადებითი თვისებები მხოლოდ მაშინ გამოიკვეთება, როცა სახლშია მომზადებული, რადგან მაღაზიაში ნაყიდ მაიონეზში

გამოყენებულია არომატიზატორები, სტაბილიზატორები, კონსერვანტები და სინთეზური

არომატიზატორი, ამიტომ თუკი გვინდა, მაიონეზმა ჩვენს ორგანიზმს ზიანი არ მოუტანოს, უმჯობესია სახლში მოვამზადოთ.

image



როგორც უკვე ვთქვით, მაიონეზი ფართოდ გავრცელებული სოუსია და თითქმის ყველა

კერძნთან გამოიყენება.

მაგალითად, ბელგიაში მას ნებისმიერ კერძს უმატებენ, დაწყებული ბოსტნეულიდან,

დამთავრებული ხორცით მომზადებული კერძებით.

ავსტრიაში, როგორც წესი სალათებში იყენებენ, შეიძლება იყოს, წიწაკასთან, ნიახურთან

და ვაშლთანაც კი.

ასევე ძალიან უყვართ იტალიაში, საფრანგეთში და გერმანიაშიც.

(საქართველოში თავისთავად)


image


image


და რაც მთავარია, ისევე როგორც სხვა დანარჩენი კერძისა თუ სოუსისა, მაიონეზის

ჭამაც ზომიერადაა რეკომენდირებული.

ჯანმრთელობას გისურვებთ!


0
53
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0