საზოგადოება "მისტერ და მის თბილისის" კონკურსანტი, თეო გიორგაძის პირადი ფოტოები, რომელსაც იუნა შაფათავამ შეურაცხყოფა მიაყენა. 2016, 27 მაისი, 14:39
მოგეხსენებათ წლევანდელი "მისტერ და მის თბილისის" კონკურსის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა და სკანდალის შესახებ. საქმე კი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ფოტოები გამოქვეყნდა კონკურსანტების, ხალხი დიდი აგრესიით განეწყო მათ წინააღმდეგ, რადგანაც ფოტოებზე ისინი შეიძლება ითქვას "საშინლად" გამოიყურებოდნენ. საზოგადოების აზრით, რომელსაც ისინი ღიად გამოხატავდნენ სოციალური ქსელის "ფეისბუქის" მეშვეობით, ზოგიერთი კონკურსანტი ანორექსიით დაავადებულს გავდა, ზოგი ცელულიტიანს და ზოგიც უბრალოდ არაესთეტიურად გამოიყურებოდა. ვისაც ნანახი აქვს კონკურსანტთა ეს ფოტოები, ყველა ერთხმად დამეთანხმება, რომ მართლაც ულამაზოდ გამოიყურებიან ამ ფოტოებზე გამონაკლისების გარდა, თუმცა სინამდვილეში ასეთი ულამაზოები ნამდვილად არ აღმოჩნდნენ. ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში, კონკრეტულად "ნანუკას შოუში" მიწვეული იყვნენ იუნა შაფათავა და "მის თბილისის" რამოდენიმე კონკურსანტი, სადაც ქალბატონმა იუნამ შეურაცხყოფა მიაყენა კონკურსანტებს და კონკრეტულად თეონა გიორგაძეს, თუმცა იქამდე მან კონკურსის ორგანიზატორს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
"ხვალ რომ ჩატარდეს კონკურსი "მის დედაქალაქები" რა გვეშველება? "მის ნიუ-იორკის" გვერდით, რომ დადგება ჩვენი გოგო მოუვლელი, ორ კვირაში ფიტნესზე "ნაკაჩავები" სად მიდიხარ მითხარი?" -ასეთი სიტყვებით მიმართა იუნამ ორგანიზატორს, შემდეგ კი კონკურსანტსაც გადასწვდა:
"შვილო დასავარცხნი ხარ... სილამაზის კრიტერიუმისთვის დასავარცხნი ხარ..." - როგორც ჩანს იუნამ ვერ დამალა თავისი ემოციები და ზედმეტად მძაფრი შეფასებები გააკეთა კონკურსანტების მიმართ. უფრო ვრცლად ვიდეოში ნახავთ.
ახლა კი მოდით ვნახოთ "მის თბილისის" კონკურსანტის თეო გიორგაძის ფოტოები, რომელიც ძალიან გაღიზიანდა იუნას კრიტიკით და რომელიც არ ეთანხმება ზემოთ არნიშნულის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დასავარცხნები, მოუწესრიგებლები და "უეპილაციოები" არიან. "მის თბილისის" კონკურსანტები 1475 4-ს მოსწონს 1-ს არა
|