საზოგადოება ევას ახალი ფოტოები სტამბოლის საავადმყოფოდან 2016, 26 მაისი, 19:14 ყველასთვის კარგად ცნობილი მსახიობისა და ტელეწამყვანის, შორენა ბეგაშვილის სოციალური გვერდი ბოლო დროს განსაკუთრებულად იქცევს ყურადღებას.როგორ უკვე იცით, ევა ბარბაქაძეს ჩაუტარდა მეორე ურთულესი ოპერაცია თურქეთში, სტამბოლში და თავად შორენა ბეგაშვილის განცხადებით ოპერაცია წარმატებით დასრულდა : "დამთავრდა, ძინავს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა" სწორედ ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა მსახიობმა ოპერაციის დასრულებისთანავე.ახლა კი უკვე მისი სურათებიც გამოაქვეყნა საავადმყოფოდან, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილის კომენტარები მოყვა კეთილი სურვილებითა და იმედისმომცემი განცხადებებით.თავად ხედავთ, რომ შორენა ბეგაშვილის ეს კომენტარი 23, 000-ზე მეტმა ადამიანმა მოიწონა და 100-ზე მეტმა გააზიარა.ეს ყველაფერი ამსხვრევს ქართულ სოციალურ ქსელში წარმოშობილ სტერეოტიპს, რომლის მიხედვითაც ვითომ საზოგადოების დიდი ნაწილი შურითა და კრიტიკით უყურებდა მსახიობს.ასევე ამაჩუყებელი იყო დათო გოგიშვილის კომენტარი : "რა საყვარელი ბავშვია, პატარა იყო დედას ჩაწერებზე რო დაყვებოდა ხოლმე კარგად მახსოვს. ღმერთო მალე გამოაჯანმრთელე და ბედნიერი ამყოფე".წარმოგენთ ევას ფოტოებს თურქეთიდან. 778 8-ს მოსწონს
|