საზოგადოება "სტასს ემუქრებიან, მაგრამ ის უშიშრად განაგრძობს ყველაფერი ქართულის პროპაგანდას, ბრავო სტას!!!"-ბელა ალანია 2016, 25 მაისი, 8:41 ქართველი პოლიტიკოსის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მეუღლე, კავშირი "დედაშვილობის" თავმჯდომარე მშვენიერი ქალბატონი ბელა ალანია უკრაინული წარმოშობის რუს მსახიობზე სტანისლავ ბონდარენკოზე სოციალურ ქსელ"ფეისბუქში" სტატუსს აქვეყნებს. როგორც ქართველ ქალბატონთა უმრავლესობა, ბელა ალანიაც ძალიან მოიხიბლა სტანისლავ ბონდარენკოს პიროვნებით. "პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვნახე სტანისლავ ბონდარენკოს მიერ შესრულებული ქართული ცეკვა. მართლა გული ამიჩუყდა. როგორი პასუხისმგებლობით დაუფლებია ქართულ ხელოვნებასაც. ეს ახალგაზრდა მსახიობი ეხმარება მიხეილ სხვიტარიძეს ძვირადღირებული ოპერაციის დაფინანსებაში. მონაწილეობს ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში " მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას როლში. შემოსულ თანხას რიცხავს ქართველი ბავშვის ოპერაციისთვის. ნამდვილად არ აქვს ადამიანობას საზღვარი. როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს სიკეთე აერთიანებთ, ეს ყველაზე გულწრფელი, კეთილშობილური, უღალატო ურთიერთობაა. დიდი მადლობა, სტას, ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. ძალიან ვაფასებ შენს კეთილშობილებას. Stanislav Bondarenko."" მინდა, ქართულ პოლიტიკაში არ ჩაერიოს და თავი არავის გამოაყენებინოს. თავმდაბლად აკეთოს სიკეთე და ნამდვილად მადლი შეეწევა..." "ყველაზე უღალატოა გრძნობა, ყველაზე კეთილშობილური, როცა ადამიანებს სიკეთის კეთების სურვილი აერთიანებთ..." ბელა ალანიას ამ სტატუსს დიდი გამოიხმაურება მოყვა. ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა კომენტარსი ისიც დაწერა, რომ სტანისლავს მოსკოვსი ემუქრებიანო: " მე გავიგე, მოსკოვში ქართველმოძულენი ემუქრებიანო... ნეტავ დაანებონ თავი..." როგორც ჩანს ბელა ალანიასაც აქვს ამგვარი ინფორმაცია: " მეც გავიგე, რომ სტასს ემუქრებიან, მაგრამ ის უშიშრად განაგრძობს ყველაფერი ქართულის პროპაგანდას. ბრავო, სტას!" სტასით აღფრთოვანებული ქალბატონების კომენტარები: "ხელოვნება უნივერსალური ენაა, რომელსაც საზღვრები არა აქვს. მართლაც სანიმუშო და დასაფასებელია ბატონი ბონდარენკოს ეს საქმიანობა, რამეთუ კაცი სიკეთის არ მთესი წუთისოფლისთვის ბარგია. წარმატებები მას ყველა კეთილ საქმეში." " ბრავო სტასს!!! ქველმოქმედება, ამაზე დიდი მადლი და სიკეთე არ არსრბობს!!! სტასს წინსვლებს და წარმატებებს ვუსურვებ!!!" " რა თქმა უნდა კეთილი ადამიანის სული კეთილ განზრახვებზეა აწყობილი და მისი უპირველესი დახმარება ასე გამოხატა, უფალი იყოს შენი მარველი ყველა მიზნის შესრულებაში... მართლა ვნერვიულობდი, ყოველ ფეხის გასმას ვაკვირდებოდი, ყოჩაღ სტანისლავ... თქვენ ეს არაჩვეულებრივად გამოგივიდათ და ჩემს საყვარელ მეგობართან ქ-ნ ბელასთან სურათშიც ბრწყინვალეა. ორივენი ლამაზად გამოიყურებით! წარმატებები!! უფლის წყალობა არ მოკლებოდეს ამინ!!!" "უკეთილშობილესი და უნიჭიერესია..და რაც მთავარია ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას!!!!" " როცა ადამიანს თავად კეთილი გული აქვს სხვის კეთილშობილებასაც ადვილად ხედავს.იხარე საყვარელო!!! 578 4-ს მოსწონს 1-ს არა
|