საზოგადოება "მოსკოვში ქართველ მოძულენი სტანისლავ ბონდარენკოს ემუქრებიან...“ 2016, 24 მაისი, 20:56 სტანისლავ ბონდარენკოს მიერ შესრულებულ ქართულ ცეკვას დიდი აჟიოტაჟი და ანშლაგი მოჰყვა.ამ ფაქტს არც შალვა ნათელაშვილის მეუღლის, ბელა ალანიასთვის ჩაუვლია უყურადღებოდ.ქალბატონი ბელა საკმაოდ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს საკუთარი ფეისბუქის გვერძე.რაც ყველაზე გამაოგნებელია, მის ქვემოთ დაწერილ უამრავ კომენტარში გამოირკვა, რომ სტანისლავს სამშობლოში სერიოზული პრობლემები შეექმნა მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ასეთი დოზით სცემს პატივს.წარმოგიდგენთ სტატუსსა და კომენტარებს : "პროექტ " ცეკვავენ ვარსკვლავებში" ვნახე სტანისლავ ბონდარენკოს მიერ შესრულებული ქართული ცეკვა. მართლა გული ამიჩუყდა. smile ემოცია როგორი პასუხისმგებლობით დაუფლებია ქართულ ხელოვნებასაც. ეს ახალგაზრდა მსახიობი ეხმარება მიხეილ სხვიტარიძეს ძვირადღირებული ოპერაციის დაფინანსებაში. მონაწილეობს ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში " მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას როლში. შემოსულ თანხას რიცხავს ქართველი ბავშვის ოპერაციისთვის. ნამდვილად არ აქვს ადამიანობას საზღვარი. როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს სიკეთე აერთიანებთ, ეს ყველაზე გულწრფელი, კეთილშობილური, უღალატო ურთიერთობაა. დიდი მადლობა, სტას, ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. ძალიან ვაფასებ შენს კეთილშობილებას. Stanislav Bondarenko." - წერს ქალბატონი ბელარასაც მოჰყვა შემდეგი კომენტარები : „მე გავიგე, მოსკოვში ქართველ მოძულენი ემუქრებიანო... ნეტავ დაანებონ თავი...“ „მეც გავიგე, რომ სტასს ემუქრებიან, მაგრამ ის უშიშრად განაგრძობს ყველაფერი ქართულის პროპაგანდას. ბრავო, სტას!“ „უკეთილშობილესი და უნიჭიერესია..და რაც მთავარია ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას!!!!“ „ხელოვნება უნივერსალური ენაა, რომელსაც საზღვრები არა აქვს. მართლაც სანიმუშო და დასაფასებელია ბატონი ბონდარენკოს ეს საქმიანობა, რამეთუ კაცი სიკეთის არ მთესი წუთისოფლისთვის ბარგია. წარმატებები მას ყველა კეთილ საქმეში“. 742 7-ს მოსწონს
|