სხვა უძველესი მედიცინა. ვის უშლიდა ენა და რატომ უნდა მოეჭრათ ის? 2016, 21 მაისი, 17:15 სამედიცინო მანიპულაციები, რომლებიც ადრე მისაღები იყო, დღეს წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელი არის. ძველად, მკურნალობის მეტად უცნაურ და საშიშ მეთოდებს იყენებდა, რომლებიც ავადმყოფებს არა თუ კურნავდა, არამედ გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა. იმ დროინდელ მედიცინაზე წარმოდგენის შესაქმნელად, მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი არის მოცემული სტატიაში.
100 წლის წინ, ინდიელებს შორის, ჯერ კიდევ გავრცელებული იყო თამბაქოთი მკურნალობის მეთოდიკა. სამკურნალო მიზნებისთვის თამბაქოს სხვადასხვა სახით მოიხმარდნენ: ეწეოდნენ, კანში იზელდნენ და საჭმელშიც კი ამატებდნენ – თამბაქოთი მკურნალობის ვარიანტი ბევრი იყო. ხოლო მცენარის მოქმედების «გამაჯანსაღებელი» ეფექტი, ძალიან ფართე: უბრალო ჭრილობით დაწყებული და თიაქრით და მუცლის შებერილობით დამთავრებული. არაფრით განსხვავდებოდა აბორიგენებისგან ცივილიზებული ქვეყნების მოსახლეობა: გასული საუკუნის 20-იანი წლების II ნახევარში, ხალხს სჯეროდა, რომ სიგარეტის კვამლს სამკურნალო თვისებები ჰქონდა. ![]() ძველი მედიცინა: თამბაქოთი მკურნალობა.
ჩრჩილის მატლებით ორგანიზმში პათოლოგიური პროცესების (ბერძ. Pathos ტანჯვა, ავადმყოფობა) აღმოჩენის შემთხვევაში, ძველეგვიპტელი ექიმები პაციენტებს ნაკელის ჭამის რეკომენდაციას აძლევდნენ, რომელიც თითქოს სენს კურნავდა. კანის დაავადების შემთხვევაში, იგივე «წამალი», მაზებისა და გელების სახით გამოიყენებოდა. ასეთი «მკურნალობის» შედეგად, დაჩირქებულ ქსოვილებს ექიმები დადებით ეფექტად აფასებდნენ.
![]() მედიცინა ძველ ეგვიპტეში.
![]() XVIII - XIX საუკუნეებში, ევროპელი ექიმები, ენის ½ -ის რეზექციას ახდენდნენ, რომ ენაბლუობისგან განეკურნათ ადამიანი. ასეთი ოპერაციის შემდეგ, სისხლდენის გამო, ხშირი იყო გარდაცვალების შემთხვევები. ![]() ![]() კბილის პასტა მკვდარი თაგვებისგან
![]() სტომატოლოგია ძველ ეგვიპტეში. ახალშობილებისთვის ღრძილების გაჭრა
271 7-ს მოსწონს 1-ს არა
|