საზოგადოება ულამაზესი მანიკა ასათიანის წარსული და მისი პირადი ფოტოები 2016, 20 მაისი, 13:22 ყველა კარგად იცნობს მანიკა ასათიანს, გოგონას, რომელიც გამოირჩევა თავისი გარეგნობით. მანიკა უდაოდ, ლამაზი, დახვეწილი და წარმატებული ადამიანია საქართველოს ფონზე. მოდით გადავავლოთ მის წარსულს თვალი და გავიხსენოთ საიდან დაიწყო. პირველ რიგში იგი თავისი გარეგნობის წყალობით ალბათ ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. მანიკა საკმაოდ აქტიურად იყო ჩაბმული სამოდელო საქმიანობაში და მოდელის კარიერა ჰქონდა, თუმცა დღესდღეობით ასეთი აქტიური აღარ არის ამ სფეროში, თუმცა სხვადასხვა ჩვენებებზე კვლავ იღებს მონაწილეობას. მოდელობამ მას ოდნავ მეტი თაყვანისმცემელი შესძინა, თუცმა შემდეგ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური პროექტი "ჯეოსტარი", სადაც მან დიდ წარმატებას მიაღწია და საკმაოდ ბევრი ტური გადალახა. სწორედ აქედან გაიცნო მაყურებელმა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა ძალიან ბევრმა შეამჩნია იგი და დიდი პოპულარობით სარგებლობს დღემდე. შემდეგ იგი ცოლად გაჰყვა კალათბურთელ ბექა წივწივაძეს და მასთან ერთად არის დღემდე. ეს იყო ალბათ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ეს ლამაზი წყვილი ნამდვილად მისაბაძი მაგალითია ბევრისთვის, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ოჯახი. მანიკა ასევე წარმატებული დედაც არის. იგი ოჯახურ თანაცხოვრებას კარგად უწყობს კარიერასაც. ეს საოცარი გოგონა არის ასევე ტელეწამყვანი "ცეკვავენ ვარსკვლავების" და "იმედის დილის". ასე რომ საკმაოდ აქტიურად ჩანს ტელევიზიაში და ქართული ბომონდის ერთ-ერთი დამსახურებული წევრია. მოდით ვნახოთ ამ შესაშური სილამაზის პატრონის, მანიკა ასათიანის პირადი ფოტოები, სადაც კიდევ უფრო ახდენს მისი უნაკლო სხეულის და გარეგნობის დემონსტრირებას. 2001 6-ს მოსწონს 1-ს არა
|