სხვა ირანში დააპატიმრეს მოდელები, რომლებსაც ბრალად ედებათ ''ინსტაგრამზე'' ანტიისლამური ფოტოების გამოქვეყნება 2016, 19 მაისი, 11:59 ირანის ხელისუფლებამ დააკავა რვა მოდელი, რომელთაც ბრალად წაუყენეს ''ინსტაგრამზე'' ანტიისლამური პუბლიკაციების გამოქვეყნება.
განსასჯელების ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არაა. სავარაუდოდ, მოსალოდნელია 170-მდე ადამიანის დაპატიმრება; ისინი არიან მოდელები, ვიზაჟისტები, სტილისტები, ფოტოგრაფები-მოკლედ, ქალები, რომლებსაც საკუთარი პროფილი აქვთ ''ინსტაგრამზე''. დაპატიმრებულებს ბრალი ედებათ იმაში, რომ ისინი ''ინსტაგრამზე'' აქვეყნებდნენ სელფებს და ფოტოსურათებს ლამაზ კაბებსა და მაკიაჟში. დაპატიმრებების სერია წარმოებდა ოპერაციის "ობობა II"-ის ფარგლებში. სამართალდამცავების მიზანი იყო გამოეაშკარავებინათ ის ირანელი ქალები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ჰიჯაბის გარეშე გადაღებულ საკუთარ ფოტოებს აქვეყნებდნენ. ამბობენ, რომ რამოდენიმე მოდელმა წინასწარ შეიტყო ამ საშიშროების შესახებ და ქვეყნის დატოვება მოასწრო დაპატიმრების სერიების დაწყებამდე. შეგახსენებთ, რომ ამ რამოდენიმე ხნის წინ ირანელი მოდელი ელხამ არაბი დააკავეს ბრალდებით - "დასავლური აღვირახსნილობის პროპაგანდა" და ამ ორშაბათს გოგონა უკვე წარსდგა სასამართლოს წინაშე. პროკურორმა ჯავად ბაბაიმ ამგვარად ახსნა სიტუაცია: "ისინი ქმნიდნენ და ავცრელებდნენ ისლამისათვის შეუფერებელ, აღვირახსნილ და უზნეო კულტურას". ელხამი სასამართლოს დარბაზში იძულებული გახდა სახალხოდ ბოდიში მოეხადა თავისი "უზნეო" ფოტოებისათვის. "ყველა ადამიანს უყვარს სილამაზე და პატივი; ყველა ქალს უნდა, რომ ის მოსწონდეთ, მაგრამ გააჩნია, რის ფასად, "- სინანულით ამბობს მოდელი. მოდელი, მსახიობი და მოდების დიზაინერი მელიქა ზამანიც ამ ცოტაოდენი ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოსურათებისთვის გაასამართლეს. აი, როგორ გამოიყურება ამჟამად მისი გვერდი, რომელსაც 360 ათასამდე გამომწერი ჰყავდა. ეს დაპატიმრებები ხელისუფლების მცდელობაა გააკონტროლოს ინტერნეტ-აქტიურობა ირანში. ამ ქვეყნის ციხეები გადავსებულია მხატვრებით, ბლოგერებით, მსახიობებითა და მოდელებით. რამოდენიმე ხნის წინ ირანის ხელისუფლებამ არც ჰოლივუდელი კიმ კარდაშიანი დაინდო: მას ბრალი დასდეს ახალგაზრდა გოგონების წაქეზებაში გამოაქვეყნონ ისეთი ფოტოსურათები, რომლებიც ეწინააღმდეგება ისლამის პრიციპებს. 601 11-ს მოსწონს
|