ქალი და მამაკაცი უჩვეულო შემთხვევა-ქართველმა გოგონამ შეყვარებულს ხელი სთხოვა. 2016, 18 მაისი, 17:02 ქართველი მოდელის ნათია ჩიქოვანის სტატუსმა მთელი ინტერნეტი მოიცვა. საქმე იმაში გახლავთ, რომ გოგონამ შეყვარებულს ხელი სთხოვა, რის შესახებაც მან სოციალურ ქსელში დაპოსტა:
"მე და ლუკა (Lution Aryrevo) 2 წელია რაც ერთად ვცხოვრობთ. ერთად ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ორი ადამიანის ურთიერთობის გამოსაცდელად და იმ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც დაქორწინება ჰქვია. ჩვენ ეს ეტაპი გადავლახეთ და მივხვდით, რომ მუდამ ერთად ყოფნა გვინდა. ვერასდროს ვხვდებოდი გოგოები, რომლებსაც დაქორწინება უნდათ რატომ ელოდებიან ბიჭებს, როდის გადაწყვეტენ ისინი "ხელის თხოვნას", რომ მათ უბრალოდ თქვან დიახ.. დამიჯერეთ მეორე მხარეს ყოფნა ბევრად უფრო ამაღელვებელია. ამიტომაც მე დღეს ლუკას დაქორწინება ვთხოვე! ძალიან დიდი მადლობა ჩვენს უსაყვარლეს მეგობრებს, რომლებიც დღეს ჩვენს გვერდით იყვნენ და განსაკუთრებული მადლობა Tem BD, რომელმაც დროზე დარეკა და სიურპრიზის ჩაშლისგან გადამარჩინა... P.S. HE SAID YES"... ნათიამ ამ ბედნიერი წუთების ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა: ამ უჩვეულო შემთხვევას დიდი გამოხმაურებ მოყვა სოციალურ ქსელში და წყვილს საჩუქარიც კი გადასცეს. ამის გამო ნათია ჩიქოვანი მადლობას უხდის ყველას, ვინც მათი ბედნიერება გაიზიარა. "ამ წუთას მივიღე საჩუქარი "იკანო"- სგან. ძალიან დიდი მადლობა ჩვენი ბედნიერების გაზიარებისათვის და მხარდაჭერისათვის... ვერც წარმომედგინა, რომ მე და ლუკას (Lution Aryrevo ) ამბავს ასეთი გამოხმარუება მოჰყვებოდა. უამრავი უცნობი ადამიანი აზიარებს პოსტს, გვილოცავენ და გვაქებენ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას და ვარ ორმაგად ბედნიერი იმიტომ, რომ ისეთ პატრიარქალურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ასე დადებითად შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ჩემი მიზანიც ეს იყო, რომ ხაზი გამესვა ადამიანების (განურჩევლად სქესისა) თავისუფალ არჩევანზე, თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებზე. გოგოებო და ბიჭებო იყავით თავისუფლები, ბედნიერები და თანასწორები..." 156 4-ს მოსწონს 1-ს არა
|