x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იტალიაში სახლები ერთ ევროდ იყიდება,თუმცა ერთი პირობით....
imageქალაქ ოლოლაის მმართველები ნულვის კომუნიდან, რომელიც კუნძულ სარდინიზაე მდებარეობს ყველა მსურველს სთავაზობს შეიძინოს სახლი სულ რაღაც 1 ევროდ, თუმცა პირობა ასეთია, ერთ წელიწადში მფლობელმა სახლი უნდა გაარემონტოს.ექსპერტების გათვლით მეპატრონეს რემონტი დაახლოებით 20 000 ევრო დაუჯდება.


პირველი მყიდველი უკვე გამოჩნდა, აცხადებს ქალაქის მერი ეფიზიო არბაუ:


"ვიტო კაზულას, რომელიც მეზობელი კომუნა კალაზეტადან არის უყვარს მთები და ხშირად მოდის აქ ოჯახთან ერთად.ჩვენ მისთვის შევარჩიეთ სახლი ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ერთ-ერთ ქუჩაზე, რომელსაც აღდგენა სჭირდება."



სახლების ყიდვის მსურველები ძირითადად სარდინიიდან არიან, იტალიის სხვა რეგიონებიდან და საზღვარგერეთიდანაც.ადგილობრივი ხელისუფლება ყველა მყიდველს სიხარულით ეგებება.


"უკანასკნელ ხანებში ხშირად ვხედავთ ტურისტებს, რომლებიც ათვალიერებენ შენობებს ქალაქის ცენტრში-ამბობს არბაუ-ჩვენს განკარგულებაშია 7 მიტოვებული ავარიული სახლი ქალაქის ცენტრში და აგრეთვე უახლოეს ხანებში კიდევ 50-ს გამოვიტანთ გასაყიდად."


უფრო ადრე მსგავსი აქციები გაიმართა იტალიის სხვა სამ ქალაქშიც.იქ არა მარტო ბინები იყიდებოდა 1 ევროდ, არამედ არქიტექტურული ძეგლებიც.


image



0
481
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
481
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0