საზოგადოება "ბინა კრედიტით მაქვს... მანქანა, შუბა და ყველაფერი იყიდება, მოდით და იყიდეთ... მე კიდევ დავიწყებ ნულიდან ცხოვრებას..." 2016, 17 მაისი, 9:19 მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი, საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებიც უარყოფით კომენტარებს წერენ შორენასა და მის შვილზე, სოციალური ქსელით მიმართავს, ხოლო მათ ვინც მისი შვილის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა და დახმარების ხელი გაუწოდა მადლობას უხდის: "ბინა კრედიტით მაქვს, გადაამოწმეთ, გეხერხებათ. რომც გავყიდო, ბანკში უნდა ჩავრიცხო... მანქანა, შუბა და ყველაფერი იყიდება, მოდით და იყიდეთ. ესეთი ხალხის გამო ვიკავებდი თავს ძვირადღირებულ მკურნალობაზე და თვე და ორი კვირა ვუყურებდი სიცხიან ბავშვს, ტკივილები როგორ ტანჯავდა. ყოველთვის ისე ვცხოვრობდი, რომ არავისი წამოსაყვედრებელი არ მქონდა რამე. პირიქით, აქეთ ვეხმარებოდი როგორც შემეძლო. მე კიდევ დავიწყებ ნულიდან ცხოვრებას და უკეთესი ჯიპიც მეყოლება და შუბაც და ბევრი ის ნივთი რომელიც უკვე გავყიდე. ეხლა როცა გაქექეთ ჩემი ცხოვრება, გეტყვით რომ ევას საოპერაციოდ ამზადებენ. ბოლო ორი თვის მანძილზე მეოთხე ოპერაცია. მაინც ყველაზე ლამაზია... მადლობა მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს და ანუკის და კახა კალაძეს. მათი წყალობით ევას პირველი ოპერაციის ნახევარი დაფინანსდა და არ გეგონოთ, მარტო ჩემ შვილს აფინანსებენ, ბევრი ქართველი წევს აქ მათი დახმარებით. მადლობა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც აქ ყურადღებას არ გვაკლებენ. წინ რთული დღეებია, მაგრამ კარგად იქნება ჩემი გოგო. უნდა გაიაროს და იცეკვოს ისევ, ისევ უნდა მომპაროს ფეხსაცმელი და გამიფუჭოს... მადლობა, რომ მარტო არ დამტოვეთ..." შორენას კომენტარებში ცნობილი ქართველები გამოეხმაურნენ: პრეზიდენტის მეუღლე, მაკა ჩიჩუა: "შორენა !!!! საყვარელო !!! არავისთან არ გაქვს თავი სამართლებელი ... შენ კარგი დედა და კარგი გოგო ხარ ! მე ასეთს გიცნობ... შენს საოცრად ლამაზ გოგოს კი ხალისიან, ნათელ მომავალს ვუსურვებ შენთან ერთად" ხატია სიჭინავა: " ნუ კითხულობ სიბინძურეს!!! შენი ენერგია შენს შვილს სჭირდება!!! ესეთები სულ იარსებებენ!!! ყოჩაღად დადექი, ძალიან კარგი გოგო ხარ და ღმერთიც შენთანაა!!! ყველა თავის თითოეულ სიტყვაზე აგებს პასუხს ღმერთის წინაშე!!!" გვანცა დარასელია: " შორენა, თავს ნუ დაიღლი რამდენიმე შეუმდგარი ადამიანის ნაბოდვარით! ვისაც გვიყვარხარ იმათი დადებითი ენერგეტიკაც ეყოფა ევას და მალე ძალიან კარგად იქნება!" კახა კუხიანიძე: " წარმოვიდინე ამას რომ წაიკითხავდი, როგორ იმოქმედებდა. გთხოვ, აღარ წაიკითხო... შენ ღმერთს უყვარხარ და ყველაფერი კარგად იქნება." ნანუკა გოგიჩაიშვილი: " ეს არის რაღაც უმცირესი, უინტერესო ნაწილი... ალბათ თავად ვინც მსგავსს კომენტარებს წერს, მათაც შეიძლება გაუგო, მათაც გარკვეული პრობლემა აქვთ... შური უმძიმესიდაავადებაა, რომელიც ჯერ ტვინს და შემდეგ მთელ სხეულს წამლავს... თქვენს გვერდზე ნამდვილად მთელი საქართველოა და ამ მცირე ნაწილზე ყურადღებას ნუ გაამახვილებ, ისედაც გადაღლილი ხარ ნერვიულობით და საერთოდ ნუ დახარჯავ ენერგიას! ევა გადარჩა და ღვთის წყალობით დროზე ადრეც გამოჯანმრთელდება!!! კარგი ადამიანი ხარ და ყველაფერი აუცილებლად კარგად გექნებათ!" 989 3-ს მოსწონს 2-ს არა
|