სხვა უცნაური ახალგაზრდა, რომელიც ძუძუს თავებს აუქციონზე ყიდის 2016, 15 მაისი, 13:00 ადამიანის შესაძლებლობები და ფანტაზია ხშირად ზღვარს სცდება, ზოგიერთი ადამიანი
საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად უჩვეულო ქმედებებს სჩადის, სხეულის
ნაწილების მოჭრაზეც არ იხევს უკან.
18 წლის ესპანელი, მაროკოელი წარმოშობის ფოტოგრაფი, მხვატვარი და პროვოკატორი
კარიმ ბოუმჯიმარა ასეთი ადამიანების რიცხვში ალბათ პირველ ადგილზეა. მან ძუძუს თავები მოიკვეთა და არც მეტი არც ნაკლები გასაყიდად აუქციონზე გაიტანა. ოღონდ არა, როგორც სხეულის ნაწილები, არამედ საყურეებად. (საინტერესოა ვის მოუნდება ყურზე ამ "საყურეებით" დამშვენებულმა იაროს.) ფოტოგრაფი სხეულის ნაწილებს 10000 ფუნტად აფასებს, თუიმცა facebook-ზე, მხოლოდ 500 ფუნტად შეფასდა. როგორც ცნობილია, კარიმმა ოპერაცია არალეგარულად გაიკეთა და 200 ფუნტი დაუჯდა. არამგონია, ამ "იშვიათი ექსპონანტების" გაყიდვა 500 ფუნტად უღირდეს. ახალგაზრდა მხატვრის ქმედებამ აუდიტორიის დიდი ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, ის კი მათ ასე პასუხობს: "ადამიანი ანატომიურად თავისუფალი იბადება, ისე როგორც თეთრი ტილო, ამიტომ უფლება აქვს თავისი სხეული ისე მოაწყოს, როგორც თავად სურს. პირსინგი და ტატუ უკვე დიდი ხანია გასაკვირი აღარაა, ამიტომ რაღაც ახლის შექმნაა საჭირო." 152 3-ს მოსწონს
|