x
image
ციცი
Mediator image
"მამა, რომელმაც შემოგვითვალა, რომც მოკვდეს არ დამირეკოთო! ევას მამა არ ჰყავს!"
image
მოდელი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ძალიან გააღიზიანა ჟურნალ "რეიტინგში" გამოქვეყნებულმა სტატიამ სათაურით- "უამრავ გულშემატკივარს შორის, საქართველოში ევას მამა და ნახევარძმა ელოდებიან". სტატიას ევას და მისი მამის ფოტოებიც აქვს დართული და შემდეგი ტექსტი ადევს:

"აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევას დედის გარადა, მისი მოსიყვარულე მამაც ყავს, რომელთანაც გოგონას არასოდეს გაუწყვეტია კავშირი და მშობლების დაშორების შემდეგაც ჩვეულებრივ განაგრძობდა ურთირთობას."


რეალურად კი, როგორც ჩანს და როგორც თვითონ შორენა ბეგაშვილი თვლის, ევას მამა სულაც არ არის მოსიყვარულე და მას საკუთარი საქმეები ბევრად მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე საკუთარი შვილის სიცოცხლე. აი, რა სტატუსს აქვეყნებს შორენა სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით:

"მოსიყვარულე მამაა?? ორ კვირაში პირველი ოპერაციიდან, რომ გაიქცა-საქმე მიფუჭდებაო. ერთადერთი საჩუქარი პლანშეტი წაართვა მწოლიარე ბავშვს და შემოგვითვალა, რომც მოკვდეს არ დამირეკოთო?? ეს მოსიყვარულე მამა ელოდება? ევას მამა არ ყავს!"



image



შეგახსენებთ, რომ შორენა ბეგაშვილის14 წლის გოგნა ევა ბარბაქაძე, 26 მარტს საკუთარი სახლის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. გოგონა უმძიმეს მდგომარეობაში, მრავლობითი მოტეხილობებით და კისრის მალების დაზიანებით მოთავსებული იქნა მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში. ორი ურთულესი ოპერაციის შედეგად გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოსდა გაუმჯობესდა, მაგრამ რამდენიმე დღის წინ ევას გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო, სასწრაფოდ ესაჭიროებოდა განმეორებითი ოპერაცია და იგი თურქეთში გადაიყვანეს.imageimageimageimageimageimage

0
1410
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0