კინო მსახიობები,რომლებმაც ერთ ფილმში რამდენიმე როლი ითამაშეს 2016, 13 მაისი, 11:36 1-ჩარლი ჩაპლინმა "დიდ დიქტატორში"(1940 წელი) ითამაშა ორი როლი -დალაქის და ჰიტლერის.
2-მაიკ მაიერსი-ითამაშა სამი როლი "ოსტინ პაუერსში". 3-ტომ ჰენკსმა ერთბაშად 6 როლი ითამაშა ფილმში " ღრუბლიანი ატლასი".(დოქტორი, მენეჯერი, ფიზიკოსი, წიგნის ავტორი, მსახიობი და მწყემსი) 4-ამდენივე როლი ჰქონდა ჰოლი ბერის ამავე ფილმში. 5-ისევ "ღრუბლიანი ატლასი", ჰიუ გრანტის ორი როლი. 6-ჰიუგო უივინგმა ფილმ "გაფანტულში" სამი კარდინალურად განსხვავებული როლი ითამაშა:დემონი, მედდა და კილერი. 7-მსახიობმა პიტერ სალერსმა სამი როლი ითამაშა ფილმში "დოქტორი სტეიჯლავი". დოქტორი, პრეზიდენტი და სამხედრო მოხელე.ფილმი "ოსკარზე" იყო წარდგენილი 1964 წელს. 8-ედი მერფიმ ცნობილ კომედიურ ფილმში "ამერიკაში გამგზავრება" ოთხი როლი შეასრულა ერთდროულად:პრინცი, პარიკმახერი, რენდი უოტსონი და ებრაელი სოული. 9-"შერეკილ პროფესორში"(1996 წელი) ედი მერფი კიდევ უფრო შორს წავიდა.მან ერთდროულად 7 როლი მოირგო:პროფესორის და თითქმის ყველა მისი ოჯახის წევრის. 10-ლეგენდარულ საკულტო ფილმში "უკან მომავალში-2" მაიკლ ჯეი ფოქსმა ოთხი როლი ითამაშა:მარტი მაკფლაი წარსულში, აწმყოში და მომავალში. აგრეთვე მარტის ქალიშვილის როლი. 11-სელენა გომესმა ფილმში "მონტე-კარლო" ითამაშა ორი როლი:ოფიციანტის და მდიდარი მემკვიდრის. 12-ტეილორ პერი ფილმში "მედეა ციხეში" ერთდროულად სამ როლს ასრულებს:მედეა, ბრაიანი და ჯო. 13-ლეგენდარულ ფილმ " ფანტომასში" ჟან მარემ ორი ძირითადი როლი შეასრულა: ფანტომასის და ჟურნალისტი ფანდორის. 14-ავთანდილ მახარაძემ ფილმ "მონანიებაში" მამა-შვილის, ვარლამ და აბელ არავიძის როლი შეასრულა. 270 7-ს მოსწონს 1-ს არა
|