x
image
მოზამბიკელი
მოგზაურობა პრაღაში- 7 დაუვიწყარი ადგილი ჩეხეთის დედაქალაქში
პრაღა ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი ძირითადი ურბანული ცენტრია.

ქალაქში დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა სამუშაო ძალების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქალაქში დამატებით დაახ. 300.000 ადამიანი რეგისტრაციის გარეშეა.

პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული.
ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“.

1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.


image



მართალია ჯერ მოგზაურობის სეზონი არ დამდგარა, მაგრამ შეგვიძლია ვირტუალურად

ვიმპგზაუროთ პრაღაში და წარმოგიდგენთ 7 ყველაზე ლამაზ ადგილს :


№1 -წმინდა ვიტის დაკათედრო ტაძარი

image


პრაღაში ყოფნისას წმინდა ვიტის საკათედრო ტაძრის უნახავობა იგივეა, რაც პარიზში

ეიფელის არ ნახვა.

ამჟამინდელი ტაძრის ადგილას პირველი ეკლესია ადრეული რომანული როტონდის სტილის იყო და ასევე წმინდა ვიტოს ეძღვნებოდა.

1060 წელს პრაღის საეპისკოპოს დაარსებისას უფლისწული სპიტინევ II იწყებს უფრო ვრცელი ეკლესიის მშენებლობას, ვინაიდან არსებული როტონდა მორწმუნეებს ვეღარ იტევდა. ახალი უფრო ვრცელი რომანული ბაზილიკა სამნავიანი უნდა ყოფილიყო ორი კოშკით, რომელიც დასავლეთით მთავარ გუმბათს უერთდებოდა. კათედრალის პროექტი საღვთო რომის იმპერიის რომანული არქიტექტურის მოთხოვნებს პასუხობდა, განსაკუთრებით კი ჰილდესჰაიმის სააბატოს ეკლესიისა და სპაიერის კათედრალის დეტალებს იმეორებდა.


№2 - შუა საუკუნეების კარლის ხიდი


image

არსებობს გამოთქმა "ყველა გზა რომისკენ მიდის", ჩეხები კი ამბობენ "ყველა გზა კარლის ხიდამდე მიდისო".

ამ ხიდს ყოველდღუირად ასობით და ათასობით ტურისტი სტუმრობს.

ისტორიული ხიდი პრაღაში მდინარე ვლტავაზე მდებარეობს და აერთებს ქალაქის ნაწილებს, მალა-სტრანასადა სტარე-მესტოს.

არსებობს ლეგენდა, რომ ამ ხიდზე ნებისმიერი ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად

ასრულდება.


№3 - ცნობილი ლუდის სტაროპრამენი

image

პრაღა მხოლოდ არქიტექტურული შედევრებითაა ცნობილი, არამედ ლუდითაც.

ჩეხური ლუდი მსოფლიოში აღიარებულია.

1869 წელს ინჟინერმა გუსტავ ნობაკმა და ორმა მეწარმემ დაარსეს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ჩეხური ლუდსახარში - სტაროპრამენი. სახელი ითარგმნება, როგორც "ძველი წყარო".

დაარსების დღიდან, სტაროპრამენი არის ჩეხეთის ერთგვარი სავიზიტო ბარათი.



№4 - მოცეკვავე სახლი

image

ყველაზე უჩვეულო შენობა პრაღაში- მოცეკვავე სახლია, რომლის არქიტექტურაც ფრენკ გერის ეკუთვნის. ეს არქიტექტორი განთქმულია შენობათა დიზაინის სკულპტურული გადაწყვეტის სტილით.

შენობა შედგება ორი ცილინდრული ფორმის კოშკისგან, რომელთაგან ერთი მოხრილია და ამიტომაც ეს კოშკები მოცეკვავე წყვილს ჰგვანან.

პრაღის მოსახლეობამ ხუმრობით ამ "წყვილს" მეტსახელად "ჯინჯერი და ფრედი"

შეარქვა. (მოცეკვავე წყვილის ჯინჯერ როჯერსისა და ფრედ ასტერის საპატივცემულოდ)



№5 - პრაღის ასტრონომიული საათი


image


პრაღის ასტრონომუილი საათი პირველად რატუშაზე 1410 წელს დაამონტაჟეს.

საათი მესაათე მიკულაშ კადენმა და კარლსონის უნივერსიტეტის მათემათიკისა და

ასტროლოგიის პროფესორმა იან შინდელმა შექმნეს.

ამ საათთან დაკავშირებით სამწუხარო გადმოცემაც არსებობს, რომ საათის შექმნის შემდეგ მიკულაშ კადენს ხელები მოკვეთეს, რათა მსგავსი საათის გაკეთება ვეღარ

შესძლებოდა.

ასტრონომიულ საათს აქვს რამდენიმე დისკი და ფენა. პირველი ფენა არის ცა და დედამიწა, მეორე ზოდიაქოს რგოლი.


წყარო:

http://hotels.ltd.ge/blog/tag/რატუშა/



№6 - ვაცლავის მოედანი


image


ვაცლავის მოედანი პრაღის ცენტრია. ეს მოედანი ბევრი ისტორიული მოვლენითაა

ცნობილი, თუმცა ახლა ამ ადგილად უამრავი სასტუმროები და მსხვილი ბანკებია.

ეწყობა სხვადასხვა ფესტივალები და გასართობი ღონისძიებები.

ყოველდღე ქუჩის მუსიკოსები უკრავენ მუსიკას და ქმნიან შესანიშნავ სანახაობას.




№7 - პრაღის უცნაური ტრამვაი


image

პრაღაში ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტი-ტრამვაია.

ტურისტებისთვის ქალაქის დათვალიერება ამ ტრანსპორტით ძალიან მოსახერხებელი და საინტერესოა.



0
819
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
819
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0